დინამო-გორი 1:0
კაკუბავამ გაიტანა კარგი გოლი, კარგი რეიდის სემდეგ, საგოლე პასი სინჯებზე მყოფმა ბერაიამ ჩაიწერა.
ახალი 2-უცხოელი ბრაზილიელები არიან, გამთენიას ჩამოვიდნენ თბილისში, ერთი მათგანი ფორვარდია, მეორე კი ნახევარმცველი, შესვენების მერე გამოცვალა და რობერტინიომ გააცილა ბაზაზე

სავარაუდოდმ კიდევ დააკვირდებიან გაგრასთან შაბათის შეხვედრაში. ეტყობოდათ რომ ახალი ჩამოსულები იყვნენ და დიდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ.
სხვა ლეგიონერებიდან, ლიტველ ბაგუძისს დილას სტუსთან 4:1 მოგებულში უთამაშია, ხოლო გორთან სამივე სერბმა ითამაშა, მათ შორის მაროვიჩმა და ევტიჩმა სრულად, ხოლო წინა მატცში გოლის გამტანი ნახევარმცველი ვუკაილოვიჩი შედარებით ინერტული იყო და მეორე ტაიმის შუაში ლექვთაძით შეცვალეს. სერბებიდან ყველაზე უკეთ მაროვიჩმა ითამაშა, გოლის გატანაც შეეძლო.
მთლიანობაში ცუდი, დაბალტემპიანი თამაში იყო, ჯამში ორივე კართან მაქსიმუმ 4-მომენტი შეიქმნა.