დინამო – გაგრა 2:1
15-ტატანაშვილი /კახელიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტით/
52-ციცხვაია
56-ტატანაშვილი /საჯარიმო დარტყმით/
დინამო: ზარქუა /55-ნადირაძე/, კაკუბავა /46-ციმაკურიძე/, კვარაცხელია, თომაშვილი, მაროვიჩი /75-ოთარაშვილი/, ბერაია /46-ლექვთაძე/, ფირცხალავა /70-ედნილსონი/, კახელიშვილი /78-ქანთარია/, კოშკაძე /46-თექთურმანიძე/, ტატანაშვილი /80 სიხარულიძე/
დინამოსა და გაგრას მეორე შემადგენლობებს შორის დილით გამართულ მატჩში რობერტინიოს გოლით დინამოელებმა 1:0 მოიგეს.
http://www.fcdinamo.ge/index.php?act=news&id=578&lang=geქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დომენტი სიჭინავას არჩევას რომ დანიშვნის ფორმა ექნებოდა, ამის ეჭვი საქართველოში არავის გასჩენია. “მსოფლიო სპორტი” საარჩევნო ყრილობაზე ვერ თუ არ მისულ დელეგატთა მიერ გაცდენის მიზეზების დადგენას შეეცადა.
დავიწყოთ ს/კ თბილისის “დინამოს” წარმომადგენლიდან. ბიზნესმენ რომან ფიფიას, კლუბის პრეზიდენტის პოსტი ჯერ მხოლოდ დე-ფაქტოდ უკავია, თუმცა როგორც “დინამოს” მმართველმა დირექტორმა გიორგი ტყავაძემ გვითხრა, კლუბის პრეროგატივაა ვის წარადგენს ყრილობის დელეგატად და მანაც მინიჭებული უფლება გამოიყენა.
- ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, რომან ფიფიას ჯერ არ გადაუფორმებია ქონება “დინამოს” ყოფილი მეპატრონისგან. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა არჩევნებზე მისი დელეგატად წარდგენა?
- კლუბს ნებისმიერი პიროვნების დელეგატად წარდგენის უფლება აქვს. მოგეხსენებათ, ის მალე გახდება კლუბის პრეზიდენტი - სულ რამდენიმე დღის ამბავია ქონების გადაფორმების დასრულება.
- წარდგენა ერთია და ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, რატომ არ იყო ყრილობაზე?
- ის აუცილებლად აპირებდა ყრილობაზე მისვლას, მაგრამ როგორც ვიცი, მას ბოლო მომენტში სასწრაფო შეხვედრა გამოუჩნდა. რამდენადაც ვიცი, ახლა (სწორედ ამ დროს, თბილისურ რესტორან “მონოპოლში” სიჭინავას, როგორც გრძელვადიანი პრეზიდენტის საპატივცემულო სუფრა იყო გაშლილი - რედ.) ისინი ერთად არიან.
- დომენტი სიჭინავას პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა ს/კ “დინამოსგან” არ მომხდარა. რატომ?
- ეს რა კითხვაა, რას ჰქვია რატომ? რომ ყოფილიყო საჭირო წარვადგენდით.
- ე.ი. არ ჩათვალეთ საჭიროდ რომ წარგედგინათ.
- რას ჰქვია არ ჩავთვალეთ საჭიროდ? თუ ჩავთვლიდით საჭიროდ, წარვადგენდით. ყველა კლუბს ეკითხებით, რატომ არ წარადგინა სიჭინავას კანდიდატურა?
- ვინც გვაინტერესებს ყველას ვეკითხებით.
- ვინაიდან ადამიანს თვითონ არ ჰქონდა მის კანდიდატურაზე თანხმობა მიცემული, კლუბს რატომ უნდა წარედგინა მისი კანდიდატურა, არ მესმის.
- ბარემ “დინამოში” თქვენს მომავალზეც გკითხავთ.
- “დინამოში” მოსვლის დღიდან ვაკეთებ იმას, რაც მევალება. იგივეს გავაკეთებ მანამ, სანამ გუნდში ვიქნები. ყოველთვის ვეცდები, რაც არის სწორი და კლუბისთვის სასარგებლო, ის გავაკეთო. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხნით დავრჩები აქ - ერთი წლით, 2 წლით თუ 3 წლით.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=15473&lang=1