- ფიფიას მოსვლის შემდეგ, "დინამოს" მომავალი გაცილებით ნათელ ფერებში გამოჩნდა. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება, არის რომან ფიფია ის ადამიანი, ვინც "დინამოს" ძველ დიდებას დაუბრუნებს ?
ზვიად ბაბლიძე (paxtakori) - ძალიან მიხარია, რომ "ფლაგმანს" პატრონი გამოუჩნდა, მაგრამ მე ამ ყველაფერს რეალისტურად ვუყურებ და ჯერ-ჯერობით, ჩემს თავს აღტკინების უფლებას არ მივცემდი . სანამ შედეგს არ დავინახავ, მანამდე რაიმე დასკვნის გაკეთებისაგან თავს შევიკავებ.
ზოგადად კი, რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი რომანი ძველ დიდებას თუ ვერ დაუბრუნებს, ღირსეულ გუნდს მაინც ჩამოაყალიბებს, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
გიორგი არჩვაძე ( Dinamo10) - დარწმუნებული ვარ, ბატონი რომანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "დინამომ" დაიბრუნოს თავისი პოზიციები არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაში. მე მჯერა უახლოვეს მომავალში ნებისმიერი გუნდისათვის ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით.
სერგი ჭოხონელიძე ( sergi) - მე მჯერა რომან ფიფიასი, რომ ის დინამოს ძველ დიდებას დაუბრუნებს, მაგრამ ეს არ მოხდება 1 და 2 წელიწადში. ამისთვის საკმაო დროა საჭირო. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში "დინამო" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება.
ლევან მამალაძე (levany) - ჩემი აზრით, ფიფიას შეუძლია ''დინამოს'' ძველი დიდება დაუბრუნოს, ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს.
დაჩი ჯაიანი (acdachi)- ძველი დიდების დაბრუნებას დროს სჭირდება. "ძველ დიდებაში" ვგულისხმობ რომელიმე ევროთასის მოგებას და ისეთი დიდი გუნდების დამარცხებას როგორებიც "ინტერი", "ლივერპული", "ბაიერნი" და ა.შ არიან...
ყველაფერი სასიკეთოდ რომ შეიცვლება, ამაში დარწმუნებული ვარ. ეროვნულ პირველობაზე წარმატებას მივაღწევთ და საწყის ეტაპზე, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც მოვხვდებით. დროთა განმავლობაში კი, უფრო დიდ შედეგებს მივაღწევთ.ბ-ნ რომანს ფეხბურთი უყვარს და დიდი იმედი მაქვს, ”დინამოს” წარმატებისთვის ფინანსებს არ დაზოგავს.
- "დინამოში" დიდი სატრანსფერო ციებ-ცხელებაა. რამოდენიმე ფეხბურთელი წავიდა, რამოდენიმე მოვიდა. არიან სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებიც. როგორ შეაფასებდით აქამდე განხორციელებულ სატრანსფერო პოლიტიკას ?
paxtakori - შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან სელექცია ჯერ არ დასრულებულა და გუნდს საბოლოო სახე არ მიუღია, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ჯერ-ჯერობით რასაც ვხედავ, არ მომწონს უხარისხო ლეგიონერების შემოდინება. მივესალმები ქართველი ლეგიონერების დაბრუნების პროცესს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო დავით მუჯირის წასვლის ამბავი, რამაც ძალიან დამწყვიტა გული... (ინტერვიუს ჩაწერის დროს, მუჯირი "დინამოდან" საბოლოდ წასულად ითვლებოდა. ავტ)
acdachi - პირველ რიგში, გუნდიდან წასულ ფეხბურთელებზე : გუნდიდან წავიდა მეორე მეკარე ბექა შეყრილაძე, რომელიც მართლა ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს ჩემპიონატში და იმსახურებს კიდეც ძირითადში თამაშს, მაგრამ ჩვენი გუნდის #1 მეკარე გიორგი ლორია იმდენად საუკეთესოა, რომ ბექას 1 შანსიც კი არ მისცემია.გუნდიდან, როგორც ვიცი, წავიდა ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი მამუჩიშვილი, რომელსაც მოედნის ცენტრში დიდი კონკურენციის გამო არ უწევდა თამაში. კარგი იქნებოდა დარჩენილიყო და დუბლებში ეთამაშა, რადგან ნამდვილად ნიჭიერია და მომავალში მისი მეიმედეობდა კიდეც. ზვიად მეტრეველი ძალიან მებრძოლი ბიჭია, თუმცა ''დინამოს'' დონეზე არ იყო მზად, მითუმეტეს ძირითადში სათამაშოდ. შეცვლებზე უფრო ეფექტური იყო.ძალიან დიდი დანაკლისია ხმალაძის და მუჯირის წასვლა. ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებდათ.ორივე ფეხბურთელს წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ორივე ფეხბურთელი კარიერას კვლავ დინამოში გააგრძელებს.
ძალიან გამეხარდა შოთა კაშიას დაბრუნება, რომელმაციც ბოლო ათწლეულში ყველაზე მეტი სეზონი ჩაატარა "დინამოში" . კაშო მარჯვენა ფლანგს გააძლიერებს როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში.საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები არიან სხვა ახალწვეულებიც: ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭები "ბაიადან" და გამოცდილი ლეგიონერების დაბრუნებაც მისასალმებელია.
- მართალია, ძნელია ასე "უნახავად" ფეხბურთელი შეაფასო, მაგრამ ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია გუნდში სინჯებზე მყოფ ფეხბურთელებზე გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეგიქმნიდათ . საინტერესო იქნება თქვენი აზრი მათზე.
Dinamo10 - რა თქმა უნდა, ინტერნეტში მოპოვებული იმფორმაციით ძნელია რაიმე კონკრეტული აზრის გამოტანა, მაგრამ თითოეულ ფეხბურთელზე ასე თუ ისე სათანადო შტაბეჭდილება შემექნა. ჩემი აზრით, თავისი კლასით ყველასაგან გამოირჩევა მაკედონიელი ცენტრალური მცველი პანჩე კუმბევი. ასევე ''გაზ მეთანის'' ექს-ფეხბურთელი მარკო მაროვიჩი. ვიმედოვნებ, ერთ-ერთი მათგანი მაინც მოირგებს მომავალში ''დინამოს'' მაისურს. დანარჩენ ლეგიონერებზე კი ამ დროისათვის კარგს ვერაფერს გეტყვით.
sergi - მე დავესწარი "სტუ"-სთან ამხანაგურ შეხევდრას. რომ არ მოგატყუოთ, უფრო მეტს ველოდი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ კახა კაჭარავა მხოლოდ საუკეთესოს აარჩევს.
- როგორ ფიქრობთ, რა პოზიციაზე სჭირდება "დინამოს" გაძლიერება ?
paxtakori - ნახევარდაცვაში და უფრო მეტად, თავდასხმაში...
Dinamo10 - აუცილებლად მიმაჩნია თავდასხმის ხაზის გაძლიერება. პრაქტიკულად, დიმიტრი ტატანაშვილის გარდა, გუნდში მაღალი დონის თავდამსხმელი არ მოიძებნება. რაც შეეხება სხვა რგოლებს, იქ მეტნაკლებად არ გვიჭირს. კარგი იქნება ნახევარდაცვაშიც თუ იქნებიან ახალი სახეები.
sergi - ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად თავდამსხმაში გვიჭირს.
levany - ყველაზე მეტად გუნდში თავდამსხმელის პრობლემაა.
acdachi - გუნდს ყველაზე მეტად გაძლიერება შეტევის ხაზში სჭირდება, როგორც ცენტრფორვარდი, ისე გამთამაშებელი და შემტევი ნახევარმცველები (ფლანგზე).
- ზოგადად ქართულ ფეხბურთსაც შევეხოთ. საქართველოს ჩემპიონატში ზამთრის შესვენებაა, ჩვენს პირველობაზე გამორჩეული ფეხბურთელები კი მეათეხარისხოვან ლიგებში არ წასულან. პირიქით, ძლიერდება "დინამო", "ტორპედო", "ზესტაფონი", "სიონი", "სპარტაკი". "ოლიმპიდან" 18 კაცი არ წასულა, რაც ალბათ ყველაზე დიდი საოცრებაა. როგორ ფიქრობთ, დაიწყო ქართული ფეხბურთის აღმასვლა თუ ეს დროებითი "გამონათებაა" ?
paxtakori - მოდი ილუზიაში ნუ ჩავიგდებთ თავს, რადგან ერთი და ორი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. პოზიტიურ ტენდენციებსაც ვხედავ, რაც ცალკეული პიროვნებების დამსახურებაა და არა ფედერაციის ან სახელმწიფოსი. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ათი გუნდი თამაშობს და აქედან 3 შიმშილის ზღვარზეა, რაც არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ყველაფერი კარგადაა...
Dinamo10 - ალბათ, მოვიდა დრო ქართულმა კლუბებმაც მიაღწიონ ევორთასებზე რაიმე წარმატებას. წლიდან წლამდე ქართული კლუბები უფრო და უფრო წარმატებით გამოდიან ევროასპარეზზე, რაც იმის იმედს გვიტოვებს, რომ რომელიმე ქართული კლუბი დასკვით ეტაპზე ანუ ჯგუფურზე ითამაშებს, რაც არამხოლოდ ქართული ფეხბურთისათვის, არამედ ქვეყნისთვისაც დიდი სარგებლის მომტანი იქნება.
sergi - ეს ძალიან კარგია. ამით ქართული ფეხბურთი მოიგებს. ყველა ზემოთ ხსენებულ კლუბს წარმატებას ვუსურვებ.
levany - ალბათ, უკვე დროა ქართულმა ფეხბურთმაც ''გაიღვიძოს"! ეროვნული ნაკრების 1 წლიანმა წაუგებელმა სერიამ გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნა. ეს ყველაფერი კი, იმედია, მალე ეროვნულ ჩემპიონატსაც გადაედება და რიგით მატჩებზე თუ არა, ცენტრალურ მატჩებზე მაინც იქნება სრული ანშლაგი!
acdachi - დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი. თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია. რომ არაფერი ვთქვათ ინფრასტრუქტურაზე, ჩემპიონატის სამი გუნდი ჯერ კიდევ კატასტროფულ მდგომარეობაშია. ნათელი წერტილები უფრო ბევრია: "დინამო" ძლიერდება და ძალიან სერიოზულ მიზნებს ისახავს, "ზესტაფონიც" სტაბილურად კარგ ფეხბურთს თამაშობს და წლიდან-წლამდე აუმჯობესებს გამოსვლას, "ტორპედოშიც" ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და იმედია, მომავალი სეზონიდან ისეთი ძლიერი გუნდით იქნებიან, რომელიც უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. მზად ვარ, "ოლიმპის" კიდევ ერთ საკადრო რევოლუციას შევეგუო, თუ ის მართლა უკანასკნელი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდში ამჯერად მენეჯმენტი იცვლება. "სიონი" ყოველთვის კარგი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და ამ ზამთარს უფრო გაძლიერდნენ..მათი დამარცხება ყველას გაუჭირდება. ერთადერთი მხოლოდ "ვიტ ჯორჯიიდან" ისმის ქართული ფეხბურთისთვის არასასიამოვნო ინფორმაციები და იმედია, მანდაც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება...
- რას ელით მომავალი ევროტურნირებიდან ? საინტერესო იქნება თქვენი პროგნოზი, რამდენ ქულას შემატებენ ქართული კლუბები საქართველოს სარეიტინგო ყულაბას ?
paxtakori - გაცილებით მეტს, ვიდრე გასულ წელს და ყველაზე მეტად " დინამოს" და "ზესტაფონის" იმედი მაქვს ამაში...
Dinamo10 - ჩემი ვარაუდით, წელს ევროპის ლიგის მე-3 საკვალიპიკაციო ეტაპზე, 3 გუნდი გვეყოლება. შემდეგ კი, ნამდვილად აღარ ვიცი რა მოხდება. იმის ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო ყულაბას 2.8 ქულაზე ნაკლები არ შეემატება.
sergi - მე მგონია, რომ წელს "დინამო" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპს ითამაშებს. ამის დიდი იმედი მაქვს!
levany - მომავალი ევროტურნირებიდან ერთი ქართულ კლუბი მაინც უნდა გავიდეს ჯგუფურ ეტაპზე.’’დინამოსგან’’ მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ველოდები. ასევე დიდი იმედი მაქვს ‘’ზესტაფონის’’ და + ვისურვებდი ევროზონაში ''ტორპედოს'' და ''ოლიმპის'' მოხვედრას. დღეს–დღეობით, ყველაზე მეტად ამ გუნდების მეიმედება!
acdachi - მომავალი ევროთასების დიდი იმედი მაქვს. წელს"დინამო", "ზესტაფონი", "ოლიმპი" და ალბათ, "ტორპედო" გავლენ ევროთასებზე ჩვენი ქვეყნის ღირსების დასაცავად .
"ტორპედომ" და "ოლიმპმა" აუცილებლად უნდა გადალახონ ევროპის ლიგის I-II ეტაპები, "ზესტაფონმა" კი, მეოთხე ეტაპს უნდა მიაღწიოს.
დიდი იმედი მაქვს ჩემი საყვარელი გუნდის წარმატების და მგონია, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგიდან მოვხვდებით. აუცილებლად უნდა გადავლახოთ ჩემპიონთა ლიგის II საკვალფიკაციო ეტაპი და შემდგომ ახალი ფორმატით, საკმაოდ დიდი შანსია ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის.
- როგორ ფიქრობთ, ახლანდელი "დინამო" "შტურმს" გასცდებოდა ?
paxtakori - ეს კითხვა 1-2 თვის შემდეგ რომ დაგესვათ, უფრო კომპეტენტურ პასუხს გავცემდი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომავალ ზაფხულს "დინამო" ისეთი გუნდი იქნება, რომ "შტურმის" მსგავს გუნდებს ადვილად თუ არა, ბრძოლაში მაინც გასცდება.
Dinamo10 - ახლანდელი "დინამო", ვფიქრობ, გრაცელებთან ავსტრიაში არ დამარცხდებოდა. საერთოდ კი, აუცილებლად გავიდოდა შემდგომ ეტაპზე.
sergi - ასე ძნელია თქმა, შეიძლება იმ შემადგენლობითაც გავცდენოდით, რომ არა მსაჯის მიკერძოებულობა.
levany - შარშან ''დინამომ'' ''შტურმთან'' საშინაო მატჩში ფაქტიურად დაჩაგრა კიდეც მეტოქე, თუმცა გამოუცდელობის ხარჯზე ფეხბურთელებს ნერვებმა უმტყუნეს და შედეგად, გუნდი ევროპის ლიგას დაემშვიდობა. დღევანდელი ''დინამო'' კი გაცილებით ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მათე ვაწაძემ დატოვა.
acdachi - სეზონის ბოლოს არსებული კონტიგენტი + ვაწაძე მგონია, რომ გაცდებოდა. კვარაცხელია-მუჯირის დამატებამ გუნდი ძალიან გააძლიერა .
- არ შეიძლება სანაკრებო თემაზეც არ გკითხოთ. რას ელით 2011 წლისაგან ? შესძლებს თემურ ქეცბაია სასწაულის მოხდენას
paxtakori - ძალიან მეიმედება თემურის და მისი გაწვრთნილი გუნდის! მოუთმენლად ველი ხორვატიასთან და ისრაელთან მომავალ მატჩებს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ განვითარდება.
Dinamo10 - ჩემი აზრით, ამ ჯგუფში ყველაფერი მარტსა და აპრილში გაირკვევა. გავიგებთ ჩვენ ნაკრებს შესწევს თუ არა ძალა იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ითამაშოს. ახლა კი, პროგროზის გამოთქმა ძალიან მიჭირს.
sergi - მე მჯერა სასწაულების და მჯერა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
levany - 2011 წლისგან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებსა და ''ქეცბას" სასწაულებს ველოდები. ძალიან მეიმედება ამ ადამიანის და ჩვენი ბიჭების! მჯერა, რომ წლის ბოლოს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მთელი ქვეყანა ერთად იზეიმებს..
acdachi - სასწაული ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და გულშემატკივრებმა ერთად უნდა მოვახდინოთ. მარტო მწვრთნელი ვერაფერს იზამს... ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის. განსაკუთრებით მძიმე შეხვედრები წლის პირველ ნახევარში გველის : სტუმრად ხორვატიასთან და ისრაელთან , შინ ხორვატიასთან . შანსი უნდა დავიტოვოთ, რომ ბოლო 3 შეხვედრის მოგების შემთხვევაში, მეორე ადგილზე გავალთ. მთავარია რწმენა გვქონდეს ამის და გვჯეროდეს. მე მჯერა !
მიმაგრებული სურათი
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN