http://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_ყენიალევან ყენია (დ. 18 ნოემბერი, 1990, თბილისი) არის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ბუნდესლიგის კლუბ „შალკე 04“-ში და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ის „შალკე 04“-ს ოფიციალურად შეუერთდა 2008 წლის 4 იანვარს. მას გუნდთან აკავშირებს კონტრაქტი 2012 წლამდე.
ლევან ყენიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 2007 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ თამაშისას, შეცვალა რა დავით სირაძე. ლევანი არის შემტევი ნახევარმცველი. ის ბურთთან ურთიერთობის უდიდესი უნარით არის დაჯილდოებული. როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუს ტოპმიოლერმა აღნიშნა, მას ადრე არასოდეს უნახავს ლევან ყენიას ასაკის ფეხბურთელს ასეთი სრულყოფილი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდეს.
ლევანმა თავისი პირველი საერთაშორისო გოლი გაიტანა 2008 წლის 28 მაისს, ესტონეთის წინააღმდეგ.
ლევან ყენია არის ასევე ფრაიბურგის ყოფილი ნახევარმცველის — გიორგი კიკნაძის დისშვილი.
==========
==========
==========
რამხელა ინფოა ვიკიპედიაში მოკლედ დაიღლები კაცი წაკითხვით რა