ამდენი სისულელე რო არ პოსტოთ არ შეგიძლიათ?
წაშლის მადეირა იმედია ბოლო ორ გვერდს...
შეიკავეთ თავი
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17394&lang=1”კოლხეთი” - ”დინამო”
მატჩს მასპინძელთათვის ერთობ საგულისხმო ”წინათქმა” ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ”კოლხეთის” პრეზიდენტმა თეიმურაზ ბარქაიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ თუ კლუბის დაფინანსებაში რადიკალური ცვლილებები არ იქნება, თბილისის ”დინამოსთან” მატჩი მისთვის ბოლო იქნებოდა. ბუნებრივია, ეს გარემოება ფოთელთათვის დედაქალაქელ სტუმრებთან დაპირისპირებას, კიდევ უფრო მეტ პრინციპულობას მატებდა, მაგრამ რომ იტყვიან - ”ძალა აღმართს ხნავს”.
მასპინძლებმა, მეტოქის კართან, მატჩის დასაწყისში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, რომელთაგან გამოსარჩევი გიგა კვერენჩხილაძის შორეული დარტყმაა - ლორიამ ბურთის კუთხურზე მოიგერიება შეძლო. საწყისი 20-წუთიანი აქტიურობის შემდეგ, უპირატესობას ”დინამო” დაეუფლა და მალე ანგარიშიც გაიხსნა. კოშკაძემ ღონღაძის პასი მიიღო და ფოთელთა საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური ”გასროლით” ძაგანიას კარი დალაშქრა - 0:1.
თბილისელთა წინა ხაზში განსაკუთრებულად გამოირჩეოდა პეტარ იელიჩი. იგი ”დინამოს” პრაქტიკულად ყველა სახიფათო შეტევაში მონაწილეობდა. 38-ე წუთზე, კოშკაძე სწორედ ბოსნიელის ზუსტი გადაცემის შემდეგ დაემუქრა მეტოქის კარს და ჯერ კიპერის რეაქცია, შემდეგ კი, ძელის ”უადგილო ადგილზე” ყოფნა რომ არა, დუბლს მიითვლიდა.
ტაიმის ბოლომდე, ”დინამომ” ანგარიშში უფრო დაწინაურება მაინც შეძლო და ალბათ, სამართლიანიც იყო, რომ თავი მათგან ყველაზე აქტიურმა იელიჩმა გამოიჩინა. ფორვარდმა მარჯვენა ფლანგიდან ბრაზილიელი რობერტინიოს ჩაწოდებულ ბურთს თავით დაუხვედრა და თბილისელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
მე-2 ტაიმში იყო ეპიზოდები, როცა ”კოლხეთს” საპასუხო გოლის გატანის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ სტუმართა კიპერი გიორგი ლორია ბურთს ყოველთვის საჭირო ადგილზე ხვდებოდა. 61-ე წუთზე, თბილისელთა კარის დარაჯი მოისწრაფიშვილის სახიფათო დარტყმულს დაუხვდა, აქედან ათიოდე წუთში კი, ლექსო ინწკირველის შესრულებულ დარტყმულზე დამატება, საჯარიმოში მყოფმა თანაგუნდელმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ მოახერხა.
თუმცა, ფოთელთა ეს აქტიურობა მაინც ეპიზოდური იყო. ”დინამომ” მე-2 ტაიმშიც ბლომად შექმნა საგოლე მომენტები, მაგრამ ხან დამრტყმელი სცოდავდა სიზუსტეში, ხან ლაშა ძაგანია იყო გადაულახავი ბარიერი.
მატჩის შემდეგ
ბესო შეროზია (“კოლხეთის” მთავარი მწვრთნელი): “თამაში ნორმალურად დავიწყეთ, მაგრამ ჩვენი დაუდევრობის გამო გავუშვით გოლი. არც მე-2 ტაიმში გამოვიყურებოდით ცუდად, მაგრამ რა გინდა რომ ქნა - გასატანი როცა გაქვს, უნდა გაიტანო”.
“კოლხეთი” (ფოთი) - ”დინამო” (თბილისი) 0:2 (0:2)
6 მარტი, ფოთი. “ფაზისი”. 1000 მაყურებელი.
“კოლხეთი”: ლაშა ძაგანია, მახვილაძე, ცხვიტარია, ინწკირველი, მეგრელიშვილი, მოისწრაფიშვილი, გვალია, გულუა (სამადაშვილი, 58), კვერენჩხილაძე (წიქარიშვილი, 46), დათა სიჭინავა (გელაჭეიშვილი, 72), მდივნიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ბესო შეროზია.
”დინამო”: ლორია, თემურ ღონღაძე, ჰომოლა, კაკუბავა, ხმალაძე, ჰაჯიბულიჩი, კოშკაძე, რობერტინიო (კვეკვესკირი, 76), ჯუსი (კახელიშვილი, 63), არზიანი (ნიკა ფირცხალავა, 55), იელიჩი.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
გაფრთხილებები: მოისწრაფიშვილი (3), მახვილაძე (22), ცხვიტარია (36), ჰომოლა (58), ფირცხალავა (78), მეგრელიშვილი (88).
გოლები: 0:1 კოშკაძე (23), 0:2 იელიჩი (40).
მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ბ. ჭიჭინაძე, ლ. თოდრია; ჯ. ხორავა.
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN