არ ვიცი შენი შეფასების კრიტერიუმები როგორია და რას ეფუძნება, მაგრამ კარგი გაგებით გეუბნები რომ მრჩება შთაბეჭდილება რომ უფრო დინამოს და დინამოელების დიდი სიყვარული გალაპარაკებს მასე.
მე როგორც გვერდიდან მაყურებელი პირველი იმას გეტყვი რომ ვიტ ჯორჯიას და ოლიმპს არანაირად არ ჰყოლია დინამოზე უკეთესი შემადგენლობა კაჭოს პერიოდში, მარტო მერება და გურამ კაშია გადაწონიდა სხვები რომ აღარ მივუმატოთ! უბრალოდ ამ კაცს ისეთი შეხედულება აქვს ფეხბურთზე, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დინამოს სტილს და იდეოლოგიას, ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ხომ მაინც იყო შეუზღუდავი მოქმედების საშუალება? მაგრამ ტრანსფერები მაინც სწორხაზოვანი იყო, რამაც ტაქტიკური მრავალფეროვნების საშუალება შეუზღუდა კლუბს, თვითონ შენაც შეწუხებული იყავი ორიოდე ტრანსფერის გამო და მართალიც იყავი. შეუძლებელია კაჭოს ამდენი ხნის მწვრთნელობის განმავლობაში მისი სტილს ვერ ხედავდე. ეს არის შეზღუდული ხედვა თამაშის აწყობისა, დაფუძნებული სიფრთხილეზე და მწირ შეტევით რესურსებზე, მხოლოდ აქედანაა გამოწვეული ხშირი ფრეები და წარუმატებლობები შედარებით სუსტ გუნდებთან. ზაფხულშიც უფრო დიდი თანხის გამოყოფის შემთხვევაში ალბათ უბრალოდ უფრო კარგი და მაღალანაზღაურებადი "ტატანას"(პირობითად) შეძენას შეეცდება და უფრო კარგი ჩაწოდების მქონე "კახელასი" ეს არის და ეს და ამას ვერ ეგუება სხვა ქომაგი, მითუმეტეს როდესაც ამ პრიმიტიულ ტაქტიკასაც არ მოაქვს შედეგი სამი სეზონია!
პრინციპში თუ ჩემპიონობა არ იქნა მოპოვებული მაშინ საზაფხულო ტრანსფერებზე საერთოდ სხვამ უნდა იზრუნოს, კიდევ ეს ყბადაღებული შეუთამაშებლობაც აღარ გამოდგება აწი გამართლებათ ეს ამდენი ხალხის მოყვანა რომ გუნდს არევდა რა ძნელად განსაჭვრეტი იყო, გუნდს კი არა თვითონაც აირივნენ, როდესაც მხოლოდ მინიმალური ჩამორჩენა იყო კონკურენტებთან და პირველი სამ ტურში ორივე კონკურენტთან გიწევს შეხვედრა რა საჭიროა გუნდში გოგლიმოგლის გაკეთება? რა კალენდარი არ იცოდნენ წინასწარ? ან პასუხისმგებლობას რომ გაურბიან და მოთამაშეებს აბრალებენ ყველაფერს?! სამ მატჩში თითქმის სამი სხვადასხვა სასტავი ათამაშეს?! ან ამდენი დაცვითი ყაიდის იგროკის მოყვანა, ხომ გყავს კლუბში თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე, კვარა(ყველა მაგარია) დაამატე ამათ თავიდანვე მოსული ქართველები კვეკვე და ციმაკურიძე, გაძლიერება თუ იყო საჭირო პირველ რიგში წინა ხაზს სჭირდებოდა, ტატანა, ელიჩი, ჰაჯიბულიჩი და ერთი მანევრირებადი, კრეატიული შემტევი ეყოფოდა გუნდს, თან ტატანა-ელიჩიდან ერთს თუ გამოიყენებ მხოლოდ.
თუ კლუბის შეფობას ფულის გათეთრება და ასეთები ჰქონდა თავიდანვე მიზნად, მაგ შემთხვევაშიც ხელი ხელს ბანს ორივე კი პირსო! ნუ გახდიან კლუბს და ასაკობრივ ნაკრებებს მამიკოების შვილების სააზპარეზო პოლიგონად!
ესაა რასაც ხედავს ქომაგი თორემ, კაჭარავა ბოროტი ბიძიაა და არ გვინდა ან თბილისის "დინამო" და ქართული ფეხბურთი არ უყვარსო მაგაზე არც ფიქრობს არავინ
აუ რამდენი დამიწერია

კეთილი სურვილებით
This post has been edited by bundes33 on 1 Mar 2011, 16:52