მეთვითონ მეწერა ზემოთ

რეალობა ასეთია და ასეც მოხდა.
რა შედარებაა შარშან ბევრად უკეთესი გუნდი გვყავდა.
ახლა 50 კაცი ძლივს დადის თამაშებზე როცა წინა სეზონში 250-300 სულს კაცი არ აკლდებოდა

არც მაშინ იყო მაინცდამაინც დიდი შედეგი, მაგრამ გუნდი თამაშობდა და ხალხს თავი შეაყვარა. მაგიტომ იყო იმ გაგრაზე იმხელა აჟიოტაჟი და ამბავი თორე წყალწაღებულების გულისთვის ვინ შეიწუხებდა თავს.
მაგარი თამაშები ჩაატარეს - გაგრას მოუგეს 2-2 (!)
მარტვილს ფრე 2-2
დინამო ბათუმთან 1-1
გურიას 2-1
და სხვა მოგეგებიც იყო თანაბარ გუნდებთან.
უბრძოლველად არცერთი არ უთამაშიათ.
ესენი კიდე ჩოილარებივით დ
ეიპარებიან სტადიონზე.
ჭანკოტაძე გვყავს ნავიტჯორჯიალი, კოსტავა გვყავს დაჩი კაი ბიჭი და მეკარე რომელსაც 4 თამაშია ტრავმა აქვს. დანარჩენები ფეხბურთელებად არ ვარგიან.
თურმანიძე კი მხოლოდ 20 წუთსღა ქაჩავს.
დღეს საინტერესო თამაში იყო 
მე-10 წუთზე პენალტი დავიმსახურეთ და იმ გამოსირებულმა მეკარეს მოარტყა.
მერე რამდენიმე წუთში 2 გოლი გაგვიტანეს თავურებით.
მეორე ტაიმში ჩემი ნაქები კოსტავა შემოვიდა და გაამწვავა თამაში.
ორი მაგარი თავური აიღო სომხიშვილმა. მერე შორიდან აუღო ისევ კოსტავას.
ცოტა ხანში იგივე კოსტავა საჯარიმოში შეიჭრა, კარგად ჩატეხა მცველი და მოცელეს. მსაჯმა ისევ პენალტი მოგვცა და კოსტავამ გაიტანა.
1-2 -ზე შანსი გაჩნდა. 2-2 აწყობდა ჩხერიმელას.
ცხრა ნომერი გვყავს ზეზეულა მკვდარს ეძახიან კოსტავამ უპასა მაგარი საჯარიმოში, ბრუნით უნდა დაერტყა, მაგრამ ბაიას მცველმა წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მისწია, შედეგად ბურთს ვეღარ მიწვდა და მსაჯმაც მეოთხე! (ორი მატჩის ჯამში, იქაც პენალტით მოვიგეთ) პენალტი აღარ დაგვიდო. არადა მართლა იყო დასადები.მარა ამდენ პენალტს არავინ მოგცემს ალბათ.
ბოლოსკენ ისევ თავური შეაგდეს მეგრელებმა და ყველაფერი დამთავრდა.
სომხიშვილმა დიდი როლი ითამაშა ბაიას გასვლაში.
არც არავინ ითხოვდა მაინცდამაინც გინდათუარა ჩემპიონატის ლიდერი გააგდეთო, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო. რეალობა სულ სხვა იყო.
ფორით 1-0–ით დავიწყეთ თამაში და პლიუს ამას ის პენალტი რო შეეგდო 2-0 იქნებოდა ჩხერიმელას სასარგებლოდ და ვინ იცის რა მოხდებოდა.
ისე კი დამსახურებულად იმარჯვა ბაიამ და ვულოცავ მათ გულშემატკივრებს.






კოსტავას პენალტი
http://www.facebook.com/photo.php?v=274144879279630

ჩხერიმელას ფანკლუბი ფეისბუქზე