ესენი სახლში ვერ თამაშობენ და გასვლაზე რამ მოაგებინათ

არადა წინა სეზონში აქ მოგვიგეს ხობელებმა 0-2. ხობში კი მანამდე 2-2 დამთავრდა.
“კოლხეთი” (ხობი) 1:2 “ჩხერიმელა” (ხარაგაული)
http://worldsport.ge/Read.aspx?news=25445&lang=1გაიმართა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველლიგელთა V ტურის დარჩენილი თამაშები. “ა” ჯგუფის ორი შეხვედრა სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო. ჭიათურაში, ადგილობრივი გუნდისა და “მერცხალის” შეხვედრის გადადების მიზეზი საყოფაცხოვრებო გახლდათ. იმერელთა 6 ფეხბურთელი საკვებით მოიწამლა და კლუბმა ფედერაციაში საავადმყოფოსგან გაცემული ცნობა წარადგინა.
ასევე 6 ფეხბურთელი გახდა თბილისის “ლოკომოტივისა” და სტუ-ს მატჩის მოგვიანებით ჩატარების მიზეზი. მოგეხსენებათ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მოლდოვაშია. ნორჩ “ჯვაროსანთა” შორის მყოფი “რკინიგზელები” - გიორგი გაბაძე, ნიკა ჭანტურია, გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, რომან ჭანტურია და დავით დარციმელია - ვასილ მაისურაძის რჩეულთა ბირთვს შეადგენენ და მატჩიც ამის გამო გადაიდო.
“ა” ჯგუფში ჩატარებული მატჩებიდან აღნიშვნის ღირსია ხობში “ჩხერიმელას” მოგება - 2:1. ასევე სტუმრად მოიგო პირველი ლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბათუმის “დინამომ”. აჭარლებმა “სამტრედიას” მინიმალურად სძლიეს - 1:0. ტურის ერთადერთი ფრე დაფიქსირდა ტყიბულში, სადაც დავით რუხაძის გაწვრთნილი “მეშახტე” ახალციხის “მესხეთს” დაუზავდა - 0:0.
სამშაბათს გაიმართა “ბ” ჯგუფის ერთადერთი შეხვედრაც. თბილისის “ნორჩი დინამო” შინ ვანის “სულორს” ეთამაშა. ირაკლი შენგელიას შეგირდებმა სტუმრებს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილამდე დაწინაურდნენ. ”სულორს” რაც შეეხება, ეს ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში გოლი არ გაუტანია.
მომავალი ტურის შეხვედრები 24 და 25 სექტემბერს ჩატარდება. “ა” ჯგუფში გამოყოფის ღირსია ორი მატჩი - ”მერცხალი”-“მეშახტე” და “ჩხერიმელა”-“ჭიათურა” (25-ში). “ბ” ჯგუფის ცენტრალური დაპირისპირება კი 24-ში თბილისში შედგება, სადაც “ზოოვეტი” “ნორჩ დინამოს” შეხვდება.
“ა” ჯგუფი. 20 სექტემბერი
“სამტრედია” - “დინამო” (ბათუმი) 0:1
“კოლხეთი” (ხობი) - “ჩხერიმელა” (ხარაგაული) 1:2
“მეშახტე” (ტყიბული) - “მესხეთი” (ახალციხე) 0:0
“ჭიათურა” - “მერცხალი” (ოზურგეთი) გადაიდო
“ლოკომოტივი” (თბილისი) - სტუ (თბილისი) გადაიდო
1 დინამო (ბთ) 5 4 0 1 7-4 12
2 სტუ 4 2 2 0 11-7 8
3 მერცხალი 4 2 2 0 8-5 8
4 ჩხერიმელა 5 2 2 1 6-6 8
5 ჭიათურა 4 2 1 1 3-3
6 მეშახტე 4 1 1 2 2-2 4
7 მესხეთი 4 1 1 2 2-3 4
8 კოლხეთი (ხ) 5 1 1 3 5-8 4
9 ლოკომოტივი 2 0 1 1 1-2 1
10 სამტრედია 5 0 1 4 2-7 1
შემდეგი თამაშიც აუცილებლად მოსაგებია. საკუთარ მაყურებელსაც ხო უნდა ანახო წარმატება
25.09.2011



დაალაიკეთ ჩხერიმელა ფეისბუქზე
http://www.facebook.com/ChkherimelaP.S. ასეთი მინდა
This post has been edited by arqiteqtor on 20 Sep 2011, 23:26
მიმაგრებული სურათი