ღირსეულ მეტოქეს ვაჯობეთ - წყარო:
http://www.fcgagra.ge/site/ka/2015/10/09/g...83%91%E1%83%94/9 ოქტომბერი. მუხრანი. 50 მაყურებელი
გაგრა 2:1 (1:0)ჩხერიმელა
გოლები: 1:0 პაპავა 42 1-0(1) , 1:1 კურტანიძე 57 1-1(1)(1), 2:1 დავლაშელიძე 2-1(1)
გაგრა: შერმადინი, კვიჟონაძე, ფირცხალაიშვილი, ნოზაძე, ხოსიტაშვილი, ბეროშვილი, გიორგი ვეკუა, დავლაშელიძე, სარიშვილი, პაპავა, მაგრაქველიძე
შეცვლები: ხეცურიანი – კვიჟინაძე 63, სარიშვილი – ქავთარაძე 69, მაგრაქველიძე – ბარამიძე 86, პაპავა – ზანდარაშვილი 92
სათადარიგო: ჩალიგავა, ასკილაშვილი, ბიბილაშვილი
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
ჩხერიმელა: ლომსაძე, სანიკიძე, კიკნაძე, გაბუნია, ილია ვეკუა, აშვეთია, მუმლაძე, ტორაძე, კურტანიძე, კოვაჯო, წულაია
შეცვლები: წულაია – ბ.ბარბაქაძე 81, კურტანიძე – თ.ბარბაქაძე 83
სათადარიგო: ჟღენტი, კვირიკაშვილი, ხვედელიძე
მწვრთნელი: პ.ლურსმანაშვილი
მსაჯი: პაატა მაჭარაძე
ნამდვილი ომი გაგვიჩაღა საკუთარ მინდორზე ხარაგაულის „ჩხერიმელამ“ და ისინი ამ შეხვედრაში ქულის მოპოვებასაც იმსახურებდნენ, მაგრამ რაც ჩვენ ხობელებთან შეხვედრაში დაგვემართა, იგივე დღეში ჩავარდნენ სტუმრები – ისინი მთელი მატჩის მანძილზე აქტიურად თამაშობდნენ, საგოლე მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ გოლები „გაგრას“ გაჰქონდა.
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ – „გაგრას“ შემდეგ ტურებში უკეთ თამაში მართებს, რათა საჭირო ქულები დააგროვოს.
ძალიან ადვილია ფეხბურთელები გააკრიტიკო და თითქოს ისინი ამას იმსახურებენ, მაგრამ სამი ფაქტორი აუცილებლადაა გასათვალისწინებელი – ერთი ის, რომ ახალბედა და ახლადშეკრებილი გუნდისთვის ლიდერებს შორის ყოფნა, ადგილის შენარჩუნება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გარკვეულ წინააღმდეგობას ქმნიდა და ამ გამარჯვებით, ეს ბარიერი უკვე დაძლეულია. რატომ? იმიტომ, რომ გუნდმა ყველაზე მთავარი – ხასიათი გამოავლინა, შექმნილი საგოლე მომენტები გოლად აქცია და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
მეორე, მიმდინარეობს ახალი ფეხბურთელების დამატება, შეთამაშება აუცილებელია და შედეგად, მინდორზე ხშირად ვხედავთ არასწორ პასებს, თითქოს ფეხბურთელებს ერთმანეთის არ ესმით. გარდა ამისა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელიც დაშავდა და ერთბაშად, ყველა პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა შეუძლებელია.
მესამე, მოდით ახლა ნუ დავიწყებთ შედარარებას საქართველოს ჩემპიონატის და იგივე ინგლისის და ევროპის სხვა ქვეყნების ჩემპიონატების შედარებას, ყოველ მეოთხე დღეს თამაში ძალიან რთულია და ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს ყველა გუნდია.
ამდენად, ცალსახაა, გუნდმა თამაშის ხარისხი სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესოს და რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან დარჩენილ 9 ტურში კიდევ უფრო დაიძაბება გათამაშების ცხრილში სიტუაცია.
რაც შეეხება თამაშს, პირველი ტაიმის 40 წუთი მთლიანად სტუმრებისა იყო, რომელთაც სამჯერ შექმნეს საგოლე მომენტი – ჯერ წულაიამ ვერ ისარგებლა მეკარის შეცდომით და თავზე გადაგდებული ბურთი ნოზაძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა; შემდეგ კურტანიძე ურტამდა დაახლოებით 4-5 მეტრიდან და ხარიხას მოარტყა ბურთი, ხოლო შემდეგ გაბუნიას თავური ასცდა კარს.
42-ე წუთზე კი საჯარიმო დაინიშნა სტუმართა კარის მიმართულებით, სარიშვილმა ზედ ფეხზე დაასვა პაპავას, რომელსაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია. პირველი ტაიმის დასრულებამდე „გაგრამ„ კიდევ ორი საგოლე მომენტი შექმნა – ჯერ იყო და სამი გაგრელი უტევდა ორ სტუმარს და ბეროშვილს უკეთესი პასი რომ გაეკეთებინა და სანიკიძეს არ ჩაეწღა, ალბათ მეორე გოლს ვიხილავდით. ხოლო ბოლო წუთზე მაგრაქველიძემ ადვილად შეაღწია მეტოქის მეკარის საჯარიმოში, მარტოდ მყოფი პაპავა მოძებნა და მას დარტყმა არ გამოუვიდა, ბურთი ფეხზე აეჭრა და მომენტიც დაიკარგა.
მეორე ტაიმი კვლავ სტუმართა შეტევებით დაიწყო და 56-ე წუთზე აშკარა გოლს გადავურჩით – შეცდა ნოზაძე, მეკარე წინ იყო გამოსული და კოვაჯოს დარტყმული ცარიელი კარიდან ისევ ნოზაძემ გამოიტანა, შემდეგ ილია ვეკუა ურტყამდა და ააცილა.
გვეგონა გადავრჩით, მაგრამ ზუსტად ნახევარ წუთში გოლი მაინც მივიღეთ – მეკარის წინ დარტყმული კოვაჯოს მიუვიდა, მანაც ერთი შეხებით კურტანიძეს უაპასა, რომელმაც ადვილად გაასწრო ნოზაძეს და გოლიც გაიტანა…
გაშვებულ გოლამდე „გაგრასაც“ შეეძლო გატანა, მაგრამ საქმე კარში დარტყმამდე არ მიდიოდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მომენტი, როდესაც ლევან პაპავას ზუსტი პასი რომ გაეკეთებინა, ალბათ გოლსაც ვნახავდით.
„გაგრამ“ მეორე გოლი 70-ე წუთზე გაიტანა და ისევ სტანდარტულიდან – კუთხური ჩამოაწოდა მაგრაქველიძემ, სანიკიძემ ბურთი ვერ გამოიტანა და დავლაშელიძემ ახლო მანძილიდან აუღებელი დაარტყა…
This post has been edited by ჩხერიმელა on 11 Oct 2015, 18:24
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)