XXVI ტური, 8 აპრილი
ჩხერიმელა - გურია 2:1
თ მ ფ წ ბ ქ
1 გაგრა 25 18 5 2 59-15 59
2 მერანი 25 16 7 2 46-11 55
3 დილა 25 14 8 3 45-20 50
4 ჩიხურა 24 15 4 5 43-20 49
5 დინამო (ბთ) 24 13 7 4 50-12 46
6 კოლხეთი (ხ) 23 10 9 4 25-18 39
7 გურია 25 11 3 11 43-48 36
8 ჩხერიმელა 24 6 9 9 29-38 27
რევანში გურულებთან.
ჩხერიმელამ მორიგი საშინაო მატჩი გამართა, ამჯერად მეტოქე წარსულში სახელოვანი ლანჩხუთის გურია იყო.
მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. 90 წუთის მანძილზე მოედანზე ჩხერიმელა დომინირებდა და უდიდეს სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, რაც ავალიშვილის და ლაბაძის გოლებით გამოიხატა. აღნიშვნის ღირსია მეორე გოლი, რომელიც ახალწვეულმა ლაბაძემ შორეული დისტანციიდან გაიტანა ძლიერი და ლამაზი დარტყმით.
სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს თუმცა მეტის გატანა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ ჩხერიმელას ჰქონდა ამის შემდეგ კიდევ არაერთი გოლის გატანის საშუალება, თუმცა ეს არ მოხდა, ზოგ შემთხვევაში ბურთი მცირე მანძილით ცდებოდა კარს, ზოგჯერ კი მეკარე შველოდა თავის გუნდს.
ხარაგაული, “სოსო აბაშიძე” 300 მაყურებელი
მომდევნო ტურის მატჩი 13 აპრილს გაიმართება ხონში, ადგილობრივ “იმერეთთან”. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა ხარაგაულში გაიმართა და ცხერიმელას გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2-1.
მიმაგრებული სურათი
ელფის კულინარიის ენციკლოპედია.