19.02, 14:00. თბილისი, “ბორის პაიჭაძე”.
”დინამო” (თბილისი) - ”ზესტაფონი”(I - 2:1, II - 1:0).
მსაჯები: თ. გვანცელაძე; ზ. მენთეშაშვილი, გ. ჩიგოგიძე; ხ. გაგნიძე.
ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ დაპირისპირებას, პრინციპულობა არც ამჯერად აკლია. გუნდები მოწინავე სამეულში არიან და ჩემპიონობისთვის მებრძოლ ძირითად კონკურენტებად ითვლებიან. შუასასეზონო ”შესვენებისას” ”დინამომ” სერიოზული რაოდენობრივი (გუნდში 9 ახალწვეულია) შევსება მიიღო, რაც ქვეყნის 13-გზის ჩემპიონის უცვლელ ამბიციებზე მეტყველებს. კი მართალია, ამდენ ახალწვეულს ოფიციალურ დონეზე შესათამაშებლად დროც სჭირდება, მაგრამ თუ ამ გუნდების ბოლო შეხვედრებს გავიხსენებთ, კახა კაჭარავა ყოველთვის წარმატებულად ახერხებდა გუნდის ”ზესტაფონის” წინააღმდეგ განწყობას.
ამაზე ცოტა ქვემოთ. ახლა კი იმერელთა სატრანსფერო პრობლემებზე ვთქვათ. მოგეხსენებათ, ”ზესტაფონს” ზამთარში განსაკუთრებულად არ უაქტიურია, მაგრამ 3 ისეთი ფეხბურთელის სათავისოდ შეგულება კი შეძლო, რომელსაც ნებისმიერი ქართული კლუბი ინატრებდა. ზურაბ მენთეშაშვილის, გიორგი ფოფხაძისა და გორან გრუიცას გაზესტაფონელობის პროცესი დაწყებულია და დიდი ალბათობაა ”დინამოსთან” პრინციპულ პაექრობამდე ყველა ტრანსფერის ოფიციალურად გაფორმება მოესწროს. როგორც სფფ-ის სატრანსფერო განყოფილების თანამშრომელმა რევაზ შენგელიამ ”მსოფლიო სპორტს” უთხრა, ფედერაციამდე ჯერ გრუიცას და მენთეშაშვილის სატრანსფერო ფურცელს არ მიუღწევია.
მივუბრუნდეთ იმ უცნაურობას, რომელიც ”დინამოსთან” დაპირისპირებისას იმერლებს ახასიათებს. ”დინამო” ”ზესტაფონისთვის” გადაულახავ ბარიერად იქცა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლოს ”დინამოს” 2009 წლის 29 აგვისტოს მოუგო (4:1). მას შემდეგ გამართულ 5-ვე მატჩში თბილისელებმა იმარჯვეს.
უშუალოდ ამ გუნდებს შორის, 2004 წლიდან 19 საჩემპიონატო შეხვედრაა ჩატარებული, რომლებშიც 5-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 11-ჯერ დედაქალაქელებმა (ბურთების სხვაობა 26:13 ”დინამოს” სასარგებლოდ). რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატების დაწყებიდან (1990) სულ ზესტაფონურ გუნდებსა (”მარგვეთი”, ”მეტალურგი”, ”ზესტაფონი”) და ”დინამოს” (თავიდან გუნდს ”იბერია” ერქვა) შორის 39 შეხვედრა ჩატარდა. თბილისელებმა 26 მოიგეს, ზესტაფონელებმა - 7 (ბურთების სხვაობა 105:28).
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=16725&lang=1 * * *
დღეს ტელეკომპანია მზეზე ლაშა დვალისვილის გადაცემა 105-წუთში დარეკა მაყურებელმა და იკითხა დინამო-ზესტაფონზე ბილეთი რა ეღირებაო, ხოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ატაშემ მეტად ,,პროფესიონალური'' პასუხი გასცა, მთავარია მიხვიდეთ და რა თქმა უნდა უფასო იქნებაო

რბილად რომ ვთქვათ არაპროფესიონალიზმია ეს ყველაფერი, ფედერაციის პრეს-ატაშეს რატომ არ უნდა ქონდეს ინფორმაცია რა ხდება სტადიონზე დასწრების მხრივ? მითუმეტეს უკვე ჩემპიონატს ფედერაცია ატარებს და არა პროფლიგა.