კვარაცხელიას გახსენებული და მეგრელაძის მეშვიდე ტორპედოური
თარიღი: 15.04.2011
15 აპრილს საქართველოს 22–ე ეროვნული ჩემპიონატის 30–ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე ზედიზედ მეოთხე საჩემპიონატო–საშინაო მატჩში ზუგდიდის „ბაია“ იყო.
ცხრილში დამეგობრებული საფეხბურთო კლუბების გასული ოთხივე თამაშის ბედი მასპინძლის რანგში მყოფი გუნდის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. „ტორპედომ“ შინ თასის დამატებით დროში და პირველობის მეორე წრეში, ხოლო თავის მხრივ „ბაიამ“ ორჯერ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
იმერულ–მეგრული დუელის საწყის წუთებში თამაშის სხვადასხვა კომპონენტები თანაბარი იყო. მატჩისადმი განკუთვნილი დროის მეორე მესამედიდან ქუთაისელებმა თავიანთი „თამაში იპოვეს“ და მათი უპირატესობა აშკარა გახდა.
30’ – ვახტანგ კვარაცხელიამ ჩაწოდებულს მიაყოლა ფეხი, მაგრამ სტუმართა მცველს გაარტყა.
32’ – კვარამ „ტორპედოს“ რიგებში გოლი გაიხსენა, მან გიორგი სეთურიძის მარცხენა მახვილი კუთხიდან მეტოქის საჯარიმოს შუაგულში ჩაბრუნებული ბურთი მიიღო და კარში უპრობლემოდ გადაგზავნა 1:0.
38’ – ზუგდიდელთა შეტევა, მარვენა წახნაგიდან ბურთი ლომიამ ააცილა კარს.
40’ – კვარაცხელიამ თანაგუნდელის საჰაერო გადაცემით ბურთი კარისკენ შეიგდო და შეყვა, მას მცველი გადაეღობა, მაგრამ ქუთაისელმა წინახაზელმა ბურთს ფეხი მაინც მიკრა, სომხიაშვილმა რეაგირება მოახდინა და სიტუაცია განმუხტა.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა ხშირი შეტევებით განავითარეს.
50’ – გრიგოლ დოლიძემ ერთიერთზე გაიყვანა გია მეგრელაძე, ფორვარდმა მეკარე მოატყუა, წაიქცა და მსაჯმაც პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, საიდანაც „ტორპედოს“ ფეხბურთელებს 2009 წლის 30 სექტემბრის შემდეგ არ შეუსრულებიათ საჯარიმო დარტყმა, თერთმეტმეტრიანი ზუსტად მომპოვებელმა შეასრულა და ბომბარდირთა დავაში(13 გოლით) მეორე ადგილზე დაწინაურდა 2:0.
53’ – დავით დიღმელაშვილმა გაუშვა ლამაზად და სწრაფად ბურთი ზუგდიდელთა კარისკენ, მაგრამ ოდნავ გადააცილა.
55’ – დოლიძის ჩაკიდებულს სეთურიძემ დაამატა თავი, სტუმრები ძელმა იხსნა მესამე გაშვებული გოლისგან.
მეგრელებმა ორი დარტყმა განახორციელეს ტორპედოელთა კარისკენ და ორივე არაზუსტი.
79’ – თენგიზ ჩიკვილაძის თავურ დარტყმულს დააკლდა ცოტა მიზნამდე.
86’ – ტორპედოელი 7 ნომრის თავურმა დარტყმამ, ამჯერად ხარიხა მოინახულა. მატჩიც ასეთი შედეგით დასრულდა.
ქუთათურებმა ამ ღირსეული გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობის მეოთხე საფეხურზე აინაცვლეს.
http://fctorpedo.ge/index.php?geo&cat=4&id=253
მიმაგრებული სურათი