როცა ფანობაზე და სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროზე მიდგება საქმე არ ვარ ის ადამიანი ვისაც სხვა კლუბის ქომაგებზე გული დასწყდეს რომ ისინი ჩვენზე უკეთესად აკეთებდნენ საქმეს !
მაგრამ ამ ეტაპზე რომ დავფიქრდი მარტო საქართველოში კი არა მთელ კავკასიაში N 1 ვართ !
ამას ჰაერზე არ ვიძახი !
დავიწყოთ სოჭით, დიდი ვერაფერი ფანკლუბი ყავს ჟემჩუჟინას, არც სტაიონზეა გადამრიე ატმოსფერო...
როსტოვში ნორმალური ფანკლუბია და ხალხიც საკმაოდ დადის მაგრამ ჩვენზე უკეთესები რომ იყვნენ ესე არ არის საქმე...
კრასნოდარში ორი კლუბია ყუბანი და კრასნოდარი, ყუბანი მეტი პოპულარულია მაგრამ ფანკლუბი დიდი ვერაფერი, კრასნოდარზე არ მაქვს საერთოდ საუბარი რადგან ტორპედო პირველ ლიგაში რომ იყო მაშინ უფრო მეტი ხალხი დადიოდა ქუთაისში ვიდრე ეხლა კრასნოდარის პრემიერლიგის თამაშებზე...
ყაბარდინო-ყალყარეთში ფეხბურთზე მაშინ უდგენათ როცა სპარტაკ-ზენიტ-ცსკა-ლოკომოტივებს ეთამაშებიან...ნალჩიკში ძლიერი ფანკლუბი ნამდვილად არ არ არის !
გროზნოში რაც ხდება და ხალხი როგორც დაყავთ თქვენც იცით და მე არც დავწერ !
მახაჭკალაში ფეხბურთისადმი ყურადღება ეხლა გამოცოცხლდა, კარლოსის შემდეგ, ნუ გასაგებია რომ 'დიკაია დივიზია' ძლიერი ფანკლუბია, მაგრამ რომ თქვა რომ ჩვენზე მაგარ გარემოს ქმნიდნენ სტადიონზე ეს სისულელე იქნება, მითუმეტეს იქ ისეთი გუნდები ჩადის რომ ...
აზერბაიჯანში ყველაზე კარგი გარემო ლეინქორნიაშია, მაგრამ რომ გვჯობდნენ ეგრეც არ არის !
სომხებზე არც დავწერ არაფერს !
მე ამ ზემოთ ჩამოთვლილი გუნდების თამაშები 1-2 ჯერ არ მაქვს ნანახი, არც იფიქროთ რომ მარტო ტორპედოს სიყვარულის მალაპარაკებდეს ამ ყველაფერს !
ამ ყველაფერს ჟურნალისტებიც თუ დაწერენ დასაბუთებუთებად და არა ჩემსავით გლეხურად კარგი სტატია გამოგივათ დამიჯეთ ! მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი ეს ვინმემ დაწეროს !
ტორპედო კავკასიაში N 1 ფანობით ! (ვისაც უნდა მეკამოთოს ამაში !

) მაინც ვერ დამიმტკიცებთ რომ ქუთაისზე უკეთესი გარემო სხვაგან იქმნება !