კავკასიაში საუკეთესო გულშემატკივარი ნამდვილად ტორპედოს ყავს! აქ ყველაფერი ერთად აღებული იგულისხმება, რა ნალჩიკი რის გროზნო გადახედეთ ქუთაისური ფეხბურთის ისტორიას! თუნდაც მაყურებელთა რაოდენობას თამაშებზე! სსრკ დროს გადაჭედილი იყო 30000 იანი სტადიონი. 2003 ში ტორპედო-დინამოს შეხვედრას მინიმუმ 30000 და ზოგიერთი მონაცემებით 35000 კაცი იჯდა ტრიბუნებზე. უფრო სწორედ კი არ იჯდა ბევრი ფეხზე იდგა, ბევრიც პროჟექტორებზე იყო ასული და იქედან უცქერდა იმ საოცარ თამაშს. ტორპედოს მოგების და გაჩემპიონების ფანები მოედანზე შეცვივდნენ და ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს

საოცარი საღამო იყო, არასოდეს დამავიწყდება! მაშინდელი გუბერნატორიც კი მოედანზე იყო გადასული და ხალხი აბურთავებდა მიხიჩასთან ერთად მგონი

მსგავსი რამ არ მომხდარა ეროვნული ჩემპიონატის არცერთ შეხვედრაში!... ტორპედო საუკეთესო იყო და იმედია მუდამ ასე იქნება! .... 30000 კაცზე რომ ვწერ ვიცი იტყვიან ეგრეო დინამოს 80000 იანი პუბლიკა ყავდაო, მაგრამ დინამო ეს იყო საქართველოს ნაკრები! ეროვნულ ჩემპიონატში მას არ ჰყოლია არასოდეს ამდენი გულშემატკივარი... ნუ თუ ჩემპიონატის გახსნის თამაშს არ ჩავთვლით, იქაც ხალხი ეროვნული მოძრაობის ტალღაზე იყო მისული და არა დინამოს ან კოლხეთის მხარდასაჭერად... ისე არავინ გაიგოს რომ მე ამ უდიდესი კლუბის დაკნინება მინდოდეს, პირიქით! დინამო ნამდვილადაა საუკეთესო კავკასიური კლუბი თავისი ისტორიით! ეს უდავოა! მაგრამ ყველაზე ერთგული და თავგამოდებული გულშემატკივარი ტორპედოს ყავს! ეს ნამდვილად ასეა!:) გინებას რაც შეეხება ათასჯერ ვთქვი ეს სტადიონია და არა მესხიშვილის თეატრი! (თუმცა ზოგიერთმა უწმაწურმა თბილისელმა იქაც დაიწყო გინება)

არ იცით ფეხბურთი და იმიტომ ბჯუტურებთ თქო გითხარით... ერთი სუპერკლასიკოზე მანახა თქვენი თავი და თან ესპანური რომ გესმოდეთ... აი მერე რას იტყოდით... ტელევიზორში კაი არა ბარსას თამაშების ყურება

აი ეგაა უბედურება, რომ ეკრანზე მიეჩვიეთ ფეხბურთის ყურებას და არ იცით სტადიონზე რა განწყობა უნდა სუფევდეს..! ეს უზრდელი ჯუნგლები!

მომდევნო თამაშიდან ყველა იძახის :''მოწინააღმდეგე გუნდს ვაშააააა! ვაშაააა! ვაშაააა

''