http://fctorpedo.ge/index.php?geo&cat=4&id=214ზუგდიდის ”ბაია” - ქუთაისის ”ტორპედო”
დღეს საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩები იმართება. ქუთაისის ”ტორპედო” ზუგდიდს ესტუმრა და იქაურ საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” ხვდება.
თამაში დაიწყო ქუთაისელთა აქტიურობით.
საწყის წუთებში ორი საგოლე მომენტი შეიქმნა.
მე-5 წუთზე თენგიზ ჩიკვილაძის მარცხენა მხრიდან ჩაწოდებულ სტანდარტს გიორგი სეთურიძემ თავი მოაყოლა და კარის ძელს მარჯვნიდან ოდნავ ააცილა.
მომდევნო 3 წუთის განმავლობაში კვარაცხელია ცდილობდა მეკარის თავზე გადაგდებით გოლის გატანას, მაგრამ უშედეგოდ.
მასპინძლებმა სახიფათო საჯარიმო დარტყმებით უპასუხეს.
მომენტები ტორპედოს მცველებმა განმუხტეს.
26-ე წუთზე მსაჯთან კამათისათვის ყვითელი ბარათი მიიღო ვახტანგ კვარაცხელიამ.
35-ე წუთზე გია მეგრელაძემ თავური გადაცემით კვარაცხელია გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ტორპედოელმა 8 ნომერმა ბურთი წინ გაიგდო და მეკარე სომხიშვილს ჩააბარა.
37-ე წუთზე ბაიელი სიგვავას დარტყმამ ტორპედოს კარს ახლოს ჩაუქროლა.
იმერლებმა ტაიმის დარჩენილი წუთები მეტოქის ნახევარზე გაატარეს, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე არ მისულა.
ამასობაში 1 ტამიც უგოლოდ დასრულდა.
51-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილის ნაცვლად ნიკოლოზ მაისურაძე შედის მოედანზე და თამაში ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობს.
57 -ე წუთზე ტორპედოს კართან დანიშნული კუთხურის შემდეგ ირაკლი ეხვაიამ თავით დასწრებაზე ივარგა და ანგარიში გახსნა.
62-ე წუთზე დაჩი ფოფხაძის ნაცვლად გრიგოლ დოლიძე ჩაერთო თამაშში.
63-ე წუთზე გიორგი სეთურიძემ გაფრთხილება მიიღო.
64-ე წუთზე კი გამყრელიძის ნაცვლად მოედანზე სიხარულია შედის.
67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო ქობალიამ.
70 -ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა გოცირიძემ
82-ე წუთზე რიგვავას ნაცვლად წურწუმია შედის მოედანზე. ბოლო წუთებზე მეკარე სომხიშვილის საიმედო თამაშმა ”ბაიას” კარი გოლისგან იხსნა და მის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
თამაში დასრულდა ”ბაიას” გამარჯვებით 1:0
ძირითადი შემადგენლობები:
„ტორპედო“: მიგინეიშვილი ომარი, ფოფხაძე დაჩი, მაჭავარიანი ნოდარი, თოდუა სევასტი, ჩიკვილაძე თენგიზი, დათუნაიშვილი გიორგი, თარხნიშვილი თორნიკე, ბაკურაძე ლევანი, სეთურიძე გიორგი, მეგრელაძე გიორგი, კვარაცხელია ვახტანგი.
მწვრთნელი: გიგატაძე გია
„ბაია“: სომხიშვილი გიორგი, სვირავა ლაშა, აქუბარდია მაკარი, აფაქიძე ნიკოლოზი, გამრეკლიძე ილია, ქობალია ირაკლი, ეხვაია ირაკლი, რიგვავა დათა. ლომია შოთა, ვართაგავა ლევან.
მწვრთნელი: ქომეთიანი ელგუჯა
მთავარი მსაჯი: გვანცელაძე თორნიკე
=
===============================================
===============================================
===============================================
=
აშვებული გოლის მერე მომენტი არ შეუქმნიათ , ამაზე ვკაიფობ რა
მიმაგრებული სურათი