"ტორპედო" ფოთში ისპარინგებს
თარიღი: 23.03.2011
საჩემპიონატო პაუზის ნაყოფიერად გამოყენება დაიწყო ქუთაისის „ტორპედომ“, ბოლოს, ეროვნული პირველობის 26–ე ტურში ცხინვალის „სპარტაკთან“ ნათამაშები მატჩის შემდეგ გია გიგატაძის გუნდს „გამოსასვლელი დღეები“ ჰქონდა. ქუთათურები დღეს საღორიის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ და აპრილის დატვირთული გრაფიკისათვის მომზადებას შეუდგნენ. გუნდის წევრებს შორის არ იყო თორნიკე თარხნიშვილი, რომელიც ავსტრიაში ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად გაემგზავრა.
გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ფეხის მიკრო ტრავმები აწუხებთ: გრიგოლ დოლიძეს, ლაშა კემუხტაშვილს და თენგიზ ჩიკვილაძეს, ასევე უმნიშვნელო ტრავმა აქვს გია მეგრელაძესაც.
მეტწილად გადაწყვეტილია, რომ 27 მარტს „ტორპედო“ ფოთს ესტუმრება და ადგილობრივ „კოლხეთთან“ 16:00 საათზე გამართავს ამხანაგურ მატჩს.
ნელ-ნელა ბაზაც მოდის რა მწყობში
