დღეს ქუთაისის „ტორპედო“ საფეხბურთო შესვენებისას ფოთს ესტუმრა და „ფაზისის“ სტადიონზე "კოლხეთს" გაეჯიბრა.
ამხანაგური მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და გუნდები თანაბრად ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს. ქუთაისელთა იერიშიდან გამოსარჩევი იყო ვახტანგ კვარაცხელიასა და რევაზ გოცირიძის უკანასკნელი დარტყმები, მაგრამ უნაყოფო.
თამაში საბოლოოდ ლოგიკური შედეგით, ფრედ 0:0 დასრულდა.
გია გიგატაძემ სპარინგში შემდეგი ფეხბურთელები გამოცადა: ქვილითაია(მიგინეიშვილი 46), ფოფხაძე, თოდუა, ფარულავა, ჩიკვილაძე, ჩხეტიანი(გურული 76), დათუნაიშვილი, გუგუჩია(კირკიტაძე 46) , ბაკურაძე(მაისურაძე 70), გოცირიძე, კვარაცხელია.
იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მატჩში ვერ იმონაწილევეს მცირედი ტრავმები აწუხებთ, კერძოდ: დოლიძეს, დიღმელაშვილსა და ქებაძეს. ხოლო დანარჩენებს კი "ტორპედოს" თავკაცმა დასვენების საშუალება მისცა.
http://fctorpedo.ge/index.php?geo&cat=4&id=242ვააა ჩხეტიან ეღირსა თამაში
მიმაგრებული სურათი