დღეს ქუთაისის "ტორპედოს" დუბლშემადგენლობამ 27-ე ტურის მატჩი, საღორიის საწრთვნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გათამაშების უპირობო ლიდერთან, თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდთან გამართა.
ქუთაისური, ძლიერი ქარი ამ თამაშსაც "ამშვენებდა" და მატჩის შედეგზეც გავლენა იქონია.
ჯერ იყო და 25-ე წუთზე მეტეოლოგიურმა პირობებმა სტუმართა დაწინაურებაში შეიტანა წვლილი 0:1.
ტორპედოელებმა 43-ე წუთზე შეძლეს გათანაბრება, ნიკა შალამბერიძის გადაწოდებით, ნიკა მაისურაძემ ერთ შეხებაში მიუჩინა ბურთს დინამოელთა კარში ადგილი 1:1.
მე-60 წუთზე თბილისელები მეორედაც კურიოზულად, ამინდის დახმარებით გავიდნენ წინ 1:2.
70-ე წუთზე საბოლოო შედეგი, მოედანზე 15 წუთის წინ შემოსულმა ონისე ჩინჩალაძემ დასვა, რომელმაც მასპინძელთა კომბინაციური შეტევა დაასრულა ზუსტად 2:2.
მიზანთან ახლოს დავით კირკიტაძეც იყო, მაგრამ მან მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ ისარგებლა.
გიორგი სუხიაშვილმა გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა: ქვილითაია, ჭაავა, სირაძე(ბანძელაძე 50), სულაძე, შალამბერიძე, იოსელიანი(ჩინჩალაძე 55), კირკიტაძე, კალანდია, გიგაური(ზუბიაშვილი 80), მაისურაძე(გასვიანი 75), კაპანაძე(შერგელაშვილი 70).
http://fctorpedo.ge/index.php?geo&cat=4&id=245
მიმაგრებული სურათი