საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, განიხილა ეროვნული ჩემპიონატის “ვიტ ჯორჯია”-“ზესტაფონის” მატჩში (1:1) მომხდარი ინციდენტი. ვერდიქტი გამოტანილია: იმერული კლუბის ფეხბურთელებს, ნიკა გელაშვილსა და მურთაზ დაუშვილს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და პლუს, 500 ლარის გადახდა დააკისრეს – არბიტრ ლაშა სილაგავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
შეხსენებისთვის, სკანდალური მატჩის შემდეგ, “ზესტაფონმა” კიდევ ერთი შეხვედრა გამართა და ბუნებრივია, გელაშვილსა და დაუშვილს არ უთამაშიათ. ასე რომ, ორმატჩიანი დისკვალიფიკიციიდან ერთი მატჩი უკვე “მოიხადეს”, მომდევნო შეხვედრა კი ძალიან პრინციპულია – “ზესტაფონი”-“დინამო” ათ აპრილს.
შეხსენებისთვის, “ვიტ ჯორჯია”-“ზესტაფონის” შეხვედრის 66-ე წუთზე იყო საკვანძო მომენტი - სილაგავამ ვიტელთა კარიდან ექვს მეტრში თავისუფალი დარტყმა დანიშნა, რომელიც კახა ალადაშვილის გოლით დასრულდა, მაგრამ სილაგავამ არ ჩათვალა და განმერეობით დაარტყმევინა იმერლებს, რომელიც კარის აღებით ვეღარ დასრულდა – სილაგავამ გოლის გაუქმების მიზეზიც ახსნა. სწორედ ამ ეპიზოდმა გამოიწვია დაუშვილისა და გელაშვილის გამწარება.
“მსოფლიო სპორტი” სადისციპლინო კომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თემურ ღაღანიძეს დაუკავშირდა და სხდომის შესახებ მან მოგვიყვა:
- გელაშვილი და დაუშვილი 2.1 პუნქტის მიხედვით დაისაჯნენ. რამდენად მართებულად გაუქმდა გოლი,
ეს ჩვენი პრეროგატივა არაა და სამსაჯო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. ისე კი, მიმაჩნია, რომ იმ საკამათო მომენტში არბიტრი იდეალურად ნამდვილად არ მოქცეულა. სილაგავამ ახსნა, მეორედ იმიტომ დავარტყმევინე იმერლებს, რომ “ვიტ ჯორჯია” წესების დაცვით არ იდგაო, მაგრამ არც მეორე დარტყმის მომენტში იყო ყველაფერი იდეალურად და მესამედ რატომ არ დაარტყმევინა? ან თუ “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები წესს არღვევდნენ იმ მომენტში, გაფრთხილება რატომ არ მისცა?- გასაგებია. გელაშვილისა და დაუშვილის დისკვალიფიკაცია გასაჩივრებას ექვემდებარება?
- რა თქმა უნდა, “ზესტაფონის” მხარეს გასაჩივრება შეუძლია. თუმცა, 2.1 პუნქტის თანახმად, ამგვარი ქმედებისთვის (სიტყვიერი შეურაცხყოფა მსაჯის მიმართ) ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მინიმუმია. პუნქტში წერია – ორი თამაში ან მეტი.
- “ზესტაფონის” რომელიმე წარმომადგენელი, ან ფეხბურთელი თუ ესწრებოდა სხდომას?
- გელაშვილი იყო. აღიარა, შეცდომა მომივიდაო. ისე, გელაშვილიც და დაუშვილიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არიან და განსაკუთრებით საწყენია მათი დასჯა, მაგრამ ასეა წესი.
- სამსაჯო კომიტეტი განიხილავს სილაგავას მსაჯობას?
- დიახ, განიხილავენ. მხოლოდ ის ვიცი, რომ სილაგავას წინა ტური გამოატოვებინეს, არ უმსაჯია. ჩვენ დასკვნაში დავაფიქსირეთ, რომ მსაჯობის მიმართ უფრო მკაცრი ზომები იქნეს მიღებული.
ილია ნანობაშვილი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეგახსენებთ, რომ ამ ინციდენტის გამო, "ზესტაფონმა" შიდა სანქციები უკვე დაუწესა თავის ფეხბურთელებს.
ნიკოლოზ გელაშვილს ერთი თვის ხელფასი დაექვითა, ხოლო მურთაზ დაუშვილსა და ჯაბა დვალს გარკვეული რაოდენობის ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.
http://goli.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=36&info_id=2013შემეცოდა გელაშა

მაგრამ იმსახურებდა ალბათ მაინც

სპარტაკთან უკვე იქნებააა ნიკაც და ბუბაცც და აი მანდ დაენძრა სპარტაკს :@