http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...saintereso.htmlსაჩემპიონო სერიალი
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში 37 ქულით "ზესტაფონი" იმყოფებოდა; ამდენივე ქულა ჰქონდა "ოლიმპსაც", მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდი ჩვენი ქვეყნის ჩემპიონს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით (ერთით მეტი მოგება ჰქონდა) სჯობდა. მეორე ეტაპის სტარტიდან კი პირველ ადგილზე ამჯერად "ოლიმპმა" გადაინაცვლა და ასე გრძელდებოდა სამი ტურის განმავლობაში (ანუ, იქამდე, ვიდრე ამ ტურში ჩემპიონობის ფავორიტები ერთმანეთს შეხვდებოდნენ).
და აი, XXII ტურის ცენტრალური მატჩის შემდეგ "სტატუს-კვო" აღდგა: "ზესტაფონსა" და "ოლიმპს" კვლავაც ქულათა ერთნაირი რაოდენობა აქვთ და იმერული კლუბი ისევ მოგებათა მეტი რაოდენობით უსწრებს თავის უშუალო კონკურენტს. ოღონდ, დიდია იმის ალბათობაც, რომ ჯერ კიდევ მომავალ ტურამდე ლიდერთა შორის ქულათა სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდოს: ხვალ "ზესტაფონი" გადადებულ მატჩში "ტორპედოს" უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში არცთუ ურიგო ჰანდიკაპსაც შექმნის.
სხვათა შორის, "ზესტაფონმა" ამ სეზონში ბოლოს სწორედ "ოლიმპთან" წააგო და აი, სრულყოფილი რევანშიც შედგა. ამჯერად "ზესტაფონს" აქვს რვამატჩიანი წაუგებელი სერია, სამაგიეროდ "ოლიმპის" ბევრად უფრო წარმატებული და ხანგრძლივი სერია შეწყდა - რუსთაველებს ჩემპიონატში ბოლოს 3 ოქტომბერს ჰქონდათ წაგებული.
იმის გარდა, რომ თავისი გუნდი უშუალო კონკურენტთან დამარცხდა, "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელს თორნიკე მაისურაძეს "პირადი" უკმაყოფილების საბაბიც ექნებოდა: ახალგაზრდა სპეციალისტი რუსთავულ გუნდში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაინიშნა და მას მერე არც ერთ შეხვედრაში (ოფიციალურშიც და საკონტროლოშიც) წაგება არ ჰქონდა...
ბომბადირული ისტორიები
ჩემპიონატს მართლაც დამსახურებული ლიდერი ჰყავს "ზესტაფონის" სახით და არც ის ფაქტია მოულოდნელი, ყველაზე მეტი გოლი სწორედ ამ გუნდის ფეხბურთელებს რომ აქვთ გატანილი. თუმცა, "ზესტაფონის" თავდასხმის ხაზი მაინც განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ: ნიკოლოზ გელაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი თერთმეტ-თერთმეტი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა სიას ლიდერობენ, ჯაბა დვალმა კი შვიდი გოლი გაიტანა. ანუ, "ზესტაფონის" ფორვარდების ანგარიშზე ამჟამად 29 გოლია და ეს მაჩვენებელი უმაღლესი ლიგის ყველა გუნდის შედეგიანობას აღემატება და მხოლოდ "ოლიმპმა" მოახერხა "ზესტაფონის" თავდამსხმელებზე მეტი გოლის გატანა.
სხვათა შორის, გელაშვილის მიერ "ოლიმპის" კარში გატანილი ბურთი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო: 49 გოლით "ზესტაფონის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ცნობილი გოლიადორის, ზურაბ იონანიძის მიღწევა გააუმჯობესა.
ისე, "იონას" სხვა ბევრი რეკორდითაც შეუძლია იამაყოს
* * *
2011 წლის 3 მარტი, 15:00 საათი, ქ. ზესტაფონი, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი.
საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის მატჩი.
ზესტაფონი - ტორპედო
დისკვალიფიცირებულები
გიორგი დათუნაიშვილი – "ტორპედო" ქუთაისი
This post has been edited by sergo_38_fcz on 2 Mar 2011, 18:10