Danelia
იმედია, თამაშის მერე დააზუსტებ სხვა მაგ დღეში მყოფებსაც
* * *
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17241&lang=103.03, 15:00. ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”.
”ზესტაფონი” - “ტორპედო” (ქუთაისი) (I - 2:1, II - 0:1).
დისკვალიფიცირებული: გიორგი დათუნაიშვილი (”ტორპედო”).
მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ი. უკლება, ზ. ბერულავა; შ. ქუხილავა.
იმერული დერბი ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებდა და გამონაკლისი არც ამჯერად იქნება. ბოლო მატჩები ორივე გუნდმა მოიგო და ბუნებრივია, სერიის გაგრძელებას შეეცდებიან. ზესტაფონელებმა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან წინა ტურში მოგებულ შეხვედრაში (2:0 ”ოლიმპთან”) დაამტკიცეს, რომ დღემდე მიუღწეველი ტიტულის მოპოვებაში თავად თუ შეუქმნიან საკუთარ თავს პრობლემას. ”ტორპედოს” რაც შეეხება, არა გვგონია მის თავკაც გიგატაძეს იმის ხშირად გამეორება, რომ ამ სეზონში რიონისპირელთა მიზანი თასის აღებაა, მოვალეობის მოხდის მიზნით უწევდეს. მოგეხსენებათ, ფინალის გზაზე ქუთათურთა ბოლო ბარიერი, სწორედ დუბლმოწადინებული ”ზესტაფონია”.
დამაიმედებელი ინფორმაცია ვრცელდება ”ზესტაფონისა” და ეროვნული ნაკრების შუახაზელის, მურთაზ დაუშვილის ჯანმრთელობაზე. ”ბუბამ” ”ოლიმპთან” მატჩის პირველ ტაიმში კოჭი გადაიბრუნა და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო. წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელს 10 დღით უქმობა მაინც მოუწევდა, თუმცა, როგორც ”მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, იგი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს უკვე შეუდგა და ”ტორპედოსთან” თუ არა, 7 მარტს, ”ბაიასთან” მატჩისას (ისიც ზესტაფონში შედგება) მწყობრში იქნება. ძირითად ჯგუფს შეუერთდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს გიორგი ფოფხაძე, რომელმაც გრიპი საბოლოოდ მოირჩინა.
ამ გუნდებს შორის ეროვნულ ჩემპიონატზე გამართული ბოლო შეხვედრა იმით იყო აღსანიშნავი, რომ მასში ქუთათურებმა 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგეს (1:0). სულ, ქუთაისურ-ზესტაფონური (“მარგვეთი”, “მეტალურგი”, “ზესტაფონი”) გუნდების უმაღლეს ლიგაში გამართული დაპირისპირება 28 მატჩს ითვლის (კიდევ ერთ შეხვედრაში, 2002 წელს “მეტალურგს” ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა). მათ შორის 13-ჯერ ქუთაისელებმა იმარჯვეს, 10-ჯერ - ზესტაფონელებმა (ბურთების სხვაობა 49:32 “ტორპედოს” სასარგებლოდ).
This post has been edited by sergo_38_fcz on 2 Mar 2011, 18:41