არასტუმართმოყვარე `ზესტაფონი`
თუკი ზუგდიდის `ბაიას` მიზანი ოთხეულში მოხვედრა იყო, "ზესტაფონმა", შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზანი დაასამარა. "ბაიას" განადგურება 2-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილმა დაიწყო, რომელსაც 11 წუთში, საპასუხო გოლი მოჰყვა. ერთადერთი გოლი მეგრელთა მხრიდან ახალგაზრდა ირაკლი ქობალიამ გაიტანა. 25-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა ანგარიში ორამდე, პირადი აქტივი კი 12-მდე გაზარდა, შემდეგი სამი გოლი კი მისი ზუსტი საგოლე გადაცემებით გავიდა.
გელაშვილის გადაცემებით 34-ე, 44-ე წუთებზე დვალმა იხეირა, ხოლო 73-ე წუთზე აფციაურმა. "ბაიას" განადგურებას წერტილი გიორგი ონიანმა დაუსვა, რომელმაც 83-ე წუთზე მეექსვე გოლი გაიტანა ზუგდიდელთა კარში.
ამრიგად, ზესტაფონელებმა 50-მდე გაზარდეს გატანილი ბურთების რაოდენობა და 3-ქულიანი ჰანდიკაპიც შეინარჩუნეს "ოლიმპთან".
რაც შეეხება "ოლიმპს", იოლად არ მოუგიათ თორნიკე მაისურაძის შეგირდებს. ერთდერთი და გადამწყვეტი გოლი ცხინვალელთა კარში რევაზ გეწაძემ მეორე ტაიმის დასაწყსიში, 53-ე წუთზე გაიტანა და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა გუნდს.
გია მეგრელაძის გოლით მოიგო ქუთაისის "ტორპედომ" და ამით სამტრედიელთა შინ წაუგებელი სერია შეწყვიტეს. "სამტრედიას", 24 სექტემბრის შემდეგ საკუთარ მოედანზე არ წაეგო. 52-ე წუთზე გაიტანა მეგრელაძემ თავისი მორიგი გოლი ეროვნულ ჩემპიონატში და "ბაიას" მსგავსად, ქუთაისელებსაც 29 ქულა დაუგროვდათ.
მაგდა კლდიაშვილი
სტუმრის სიყვარული ვიცით ჩვენ სუფრაზე