”სამტრედია” - ”ზესტაფონი”
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17804&lang=1გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, ზედიზედ მეორე მძიმე შეხვედრა ჩაატარა. როგორც ზესტაფონური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, მატჩი ფეხბურთის სათამაშოდ შეუფერებელ მოედანზე ჩატარდა, რაც კომბინაციური სტილის მიმდევარ სტუმრებს, საკუთარი საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა. პრაქტიკულად, უბალახო მიწაზე, ელემენტარული გადაცემების გაკეთებაც შეუძლებელი იყო.
ამის მიუხედავად, ”ზესტაფონმა” მაინც შეძლო გამარჯვების მომტანი გოლის გატანა. ეს მატჩის 39-ე წუთზე მოხდა, როცა სტუმართა მიერ მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, ნიკოლოზ გელაშვილმა დააგვირგვინა. ირაკლი ძარიამ შოთა გრიგალაშვილის პასი მიიღო და მეტოქის საჯარიმოში მყოფ გელაშვილს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა, ცრუ მოძრაობით, ერთბაშად 3 სამტრედიელი ჩამოიცილა და დავით კეკელიძის კარში საგოლედ დაარტყა - 0:1.
მე-2 ტაიმიც ზემოიმერელთა კარნახით წარიმართა, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზება ზესტაფონელებმა მეტად ვეღარ შეძლეს. არადა, დვალს, წინამძღვრიშვილსა და გორგიაშვილს შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში რომ ევარგათ, საბოლოო შედეგი სულ სხვა იქნებოდა. აღსანიშნავია, სტუმართა კიპერის საიმედო თამაშიც. როინ კვასხვაძემ სამტრედიელთა რამდენიმე ისეთი დარტყმა გააუვნებელყო, რომლებსაც გოლი უნდა მოჰყოლოდა.
მორიგ ტურში, რომელიც კვირას, ოც მარტს გაიმართება, ”სამტრედია” ჩემპიონობისთვის მებრძოლ კიდევ ერთ გუნდს - რუსთავის ”ოლიმპს” ეწვევა. ზესტაფონელებს რაც შეეხებათ, ისინი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ ”სიონს”, საკუთარ უხვბალახიან მინდორზე დაუხვდება.
This post has been edited by sergo_38_fcz on 16 Mar 2011, 23:34