sixuna- "ამერიდან" "ზესტაფონში" მაშინ გადახვედი, როცა თამაში არ შეგეძლო.
- ჩემი ტრავმიდან დიდი დრო არ იყო გასული, "ამერს" ფინანსური პრობლემები რომ შეექმნა და მერე, სამწუხაროდ, დაიშალა კიდეც. თუკი დაშავებამდე საინტერესო წინადადებები არ მაკლდა, ტრავმირებული აღარავის გავხსენებივარ და არ ვიცი, რა იქნებოდა, ჩემით "ზესტაფონი" რომ არ დაინტერესებულიყო. ნდობა ვიგრძენი და გაათმაგებული მონდომებით შევუდექი რეაბილიტაციის პროცესს და შემდეგ ვარჯიშს. დიდი მადლობელი ვარ "ამერის" პრეზიდენტის, ზურაბ ფოცხვერიასი, რომელიც ჩემს მდგომარეობას გაგებით მოეკიდა და რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვემადლიერები "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას, რომელმაც ჩემი ირწმუნა. ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებ, რომელსაც მასმედიის საშუალებით პირველად ვყვები: ტრავმირებული ვიყავი, როცა ბატონმა ილიამ "ზესტაფონში" გადასვლა და ძვირად ღირებული ოპერაციის დაფინანსება შემომთავაზა. მეტიც, იგი მზად იყო, ოპერაციის თანხა გადაეხადა და კონტრაქტზე შემდეგ დაგველაპარაკა. მე სწორედ ეს ვარიანტი ავირჩიე და "ამერიდან" "ზესტაფონში" მოგვიანებით გადავედი. ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესი კი ბრწყინვალე პირობებში ჩატარდა, საქვეყნოდ ცნობილ ქირურგ მარტინსთან ვიმკურნალე, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები აკითხავენ. მოკლედ, მოედანზე დაბრუნებამდე ძალიან გრძელი გზა გავიარე და ახლა თავს უბედნიერესად ვგრძნობ, "ზესტაფონის" ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრისთვის მადლობის გადახდა შედეგიანი თამაშით რომ შემიძლია. მათი ნდობის გასამართლებლად თავს არ დავზოგავ.
ინტერვიუ რატი წინამძღვრიშვილთან.
მადლობა გოლებით ...
ასე იყო ამ კაცზე,თუ უნდოდა და თუ რაიმეა კიდიეც აიყვანენ და კიდეც უმკურნალებენ ალბათ..
სერგუნა ლომას გოლი გვანახეეე ;D