ვარჯიშის შემდეგ ქეცბაიამ ფეხბურთელები “ა” და “ბ” გუნდად გაყო და ორკარა ათამაშა. ვფიქრობ, ამ შემადგენლობიდან მეტნაკლებად გამოიკვეთა, საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან რა შემადგენლობით ითამაშებს - ცხადია, პირობითად მთავარ გუნდს პირობითად სათადარიგოებიდან კობიაშვილი დაემატება.
“ა”: რევიშვილი - სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე - ხიზანიშვილი, დაუშვილი - გელაშვილი, იაშვილი, გოგუა - დვალიშვილი.
“ბ”: ლორია - ალადაშვილი, კაშია, ხიდეშელი, კვირკველია - კანკავა, კობიაშვილი - გურული, მოდებაძე, მარცვალაძე - სირაძე.
აღსანიშნავია, რომ 23 ფეხბურთელი თამაშობდა, ანუ ერთი ზედმეტი იყო. ნეიტრალურ, მწვანე ფორმაში გამოწყობილი კოშკაძე შეტევებში ორივე გუნდს ეხმარებოდა. ამასობაში მეკარე როინ კვასხვაძეს მამუკა აბუსერიძე ავარჯიშებდა.
“ამხელა ზონა თავისუფალია და გაიხსენით, წინ გაიქეცით, ვიღაც გამოგეკიდებათ და ზონა გათავისუფლდება” - მოუწოდებდა ქეცბაია ფეხბურთელებს.
ორკარა კი “ა”-ს გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში (ტაიმი ჩვეულებრივზე ბევრად ხანმოკლე იყო)
ნიკა გელაშვილის ფლანგური ჩაწოდება გიორგი ლორიას კართან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ალექსანდრე იაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა.
მიდიიიი გელააშ : *