http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=18506&lang=102.04, 16:00. თბილისი, სპორტკომპლექსი “შატილი”.
“ვიტ ჯორჯია” (თბილისი) - “ზესტაფონი” (I - 0:2, II - 0:3)
მსაჯები: ლ. სილაგავა; ბ. ჭიჭინაძე, ი. უკლება; ხ. გაგნიძე.
თუ ამ მატჩში ფრე არ დაფიქსირდა, მონაწილეთაგან რომელიმე გუნდის წარმატებული სერია შეწყდება. ამ მხრივ, სტუმართა 12-მატჩიანი წაუგებელი სერია გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა ბოლო ტურებში ”ვიტ ჯორჯიაც” ცუდად რომ არ გამოიყურება, ფაქტია. მერაბ კოჭლაშვილის გაწვრთნილებისთვის, წინა ტურში ”ტორპედოს” ძლევა (2:1) ზედიზედ მე-5 მოგებული მატჩი იყო, რითაც ”ვეტერინარებმა” მათი ახლანდელი მეტოქის საამსეზონო რეკორდი გაიმეორეს - ”ზესტაფონმა” მიყოლებით 5 შეხვედრა პირველი წრის ბოლო ტურებში მოიგო.
იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე სეზონის ორივე მატჩში, იმერლებმა ”მშრალად” იმარჯვეს, დღემდე მეტოქეთა შორის გამართულ ცხრამეტ შეხვედრაში უპირატესობა “ვიტ ჯორჯიას” მხარესაა - 9-ჯერ თბილისელებმა მოიგეს, 7-ჯერ კი ზესტაფონელებმა (ბურთების სხვაობა 30:27 ვიტელთა სასარგებლოდ).
* * *
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=18510&lang=1მიხეილ სააკაშვილი: “სტადიონებზე კარგი საფარი, პრაქტიკულად, ორ ადგილზე გვაქვს – ზესტაფონში და პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, კარგი საქმე კეთდება ქუთაისშიც. ვიცი, რომ სტადიონების მშენებლობა იგეგმება ზუგდიდსა და ბათუმში და ამას მომავალი წლის ბოლომდე გავაკეთებთ."