http://worldsport.ge/Read.aspx?news=18595&lang=1-
ვატყობთ, სფფ უეფაში უფრო მიღებულია და პატივს სცემენ, ვიდრე ფიფაში. თუნდაც “ზესტაფონში” ზურაბ მენთეშაშვილის ჩარიცხვის ამდენხანს გაჭიანურება რად ღირს . დარწმუნებული ვარ, მისი ტრანსფერის დამტკიცება რომ უეფას პრეროგატივა იყოს, ეს ფეხბურთელი უკვე კარგა ხანია მისი ახალი გუნდის სამსახურში იქნებოდა.
- დავიწყოთ იქედან, რომ ფიფა ძალიან წყნარად მუშაობს. ესაა ორგანიზაცია, რომელიც არ ჩქარობს. იმიტომ, რომ 208 ქვეყანაა და ძალიან ბევრი საქმეა განხილვაში. საქართველო იმდენად პრობლემატური არაა, რამდენადაც სხვა ქვეყნები. წარმოიდგინეთ, რა ხდება აფრიკის ქვეყნებში. ძალიან ბევრი პრეტენზიები შედის იქ და მათ განხილვას თავისებური პროცედურები აქვს.
ჩვენც ბევრ საკითზე გვაქვს გაგზავნილი წერილი და მოთმინებით ველით იქედან პასუხს. მაგალითად, ბაქარ მირცხულავას თაობაზე “ბენფიკასაგან” ვითხოვდით მისი აღმზრდელი კლუბისთვის თანხის გადმორიცხვას. ისრაელში გამომგზავრების წინ მივიღეთ წერილი და ამ დღეებში პორტუგალიაში უნდა გაიგზავნოს ქუთაისის “ტორპედოს” საბანკო რეკვიზიტები, რათა “ბენფიკამ” მისი მოვალეობა შეასრულოს. კი, ეს მიღწევაა, მაგრამ დაფიქრდით - წელიწადნახევარი დასჭირდა ოფიციალური კონტრაქტის შესრულების იძულებას, რომელსაც ფიფას ჩარევის გარეშე ჩვენ ვერ ვაკეთებდით.
ძალიან ბევრი უეფას წევრი გრანდი ქვეყანა ფიფასი უკმაყოფილოა. მოგეხსენებათ, იურიდიულ საკითხებს ფიფა განიხილავს, ორგანიზაციულ საკითხებს კი - უეფა. იცით ალბათ, რომ უეფას კანონი არ არსებობს - კანონი მხოლოდ ფიფას აქვს. მაშინ ისმის კითხვა – რას აკეთებს უეფა? როცა ჩვენგან იგზავნება რაიმე წერილი, იგი ორ ეგზემპლარად მზადდება – ერთი ფიფას, მეორე უეფას. უეფა პრაქტიკულად საქმის კურსში დგება, რომ მე ესა და ეს პრობლემა მაწუხებს და მეტი არაფერი.
გერმანიიდან რომ მიდიოდეს ესპანეთში სატრანსფერო ფურცელი, ეს ქვეყნები თავად მოილაპარაკებენ და საქმესაც იქამდე არ მიიყვანენ, როგორც მენთეშაშვილის შემთხვევაში ჩვენსა და ისრაელს შორის მოხდა. ჩვენ ახლა ვამყარებთ ისრაელთან ასეთ ურთიერთობებს და ახლა ვაცნობთ მათ, რომ საქართველო საფეხბურთო თვალსაზრისით საიმედო ქვეყანაა.
ახლა, ჩვენისთანა ქვეყანას უნდა ერთი რომელიმე ტურნირის თასის ფინალის გათამაშება, თუ გერმანიას, რომელსაც კვირაში 10-მდე ასეთი მნიშვნელობის თამაში აქვს ჩასატარებელი. იცით, ამ ქვეყნის საფეხბურთო კავშირის წლიური ბიუჯეტი რამდენია? მილიარდი ევრო. ჩვენ კი, ვცხოვრობთ პატარა ქვეყანაში, სადაც მთელი ქვეყნის ბიუჯეტია 4 მილიარდი.
- ე.ი. მოთმინებით ელოდებით ფიფას გადაწყვეტილებას...
- მასწავლეთ სხვა გზა და ჩვენც ისე მოვიქცევით. ჩვენ არ გვყავს დასაკარგავი ფეხბურთელები, არ ვართ იმ ფუფუნების ქვეყანა, როცა აფხაზეთიდან ვიღებდით საკმაოდ კარგ შევსებას, აჭარიდან, იმერეთიდან და ა.შ. ესაა ის შემთხვევა, როცა ფეხბურთელს ყველანაირად უნდა შეუწყო ხელი, მით უფრო, თუ მას მისი უცხოეთში დაგროვილი გამოცდილება მშობლიურ ქვეყანას უნდა მოახმაროს.
* * *
როგორც გაირკვა, ლაშა სილაგავას ნიკოლოზ გელაშცვილისთვის წითელი ბარათი არც პირადად უჩვენებია და არც ოქმში არის ნახსენები რამე წითელი ბარათის შესახებ ...
ოქმში გაკეთებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ მან (ფეხბურთელმა) სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა თანამსაჯს და ამის საფუძველზე მსაჯებმა დაიტოვეს მისი პირადი ბარათი (ე.წ. "კარტოჩკა")
კლუბი ამ ფაქტის და ბოლო შეხვედრასთან დაკავშირებული რიგი ფაქტების გაპროტესტებას ოფიციალურად აპირებს, რის შესახებაც გაცნობებთდ დამატებით
This post has been edited by sergo_38_fcz on 4 Apr 2011, 14:07