სალამი.
ვინმე ბავშვთა მწვრთნელი ხო არაა აქ?
ანუ, ძაან ბავშვთა ;დ
მოკლედ, ასეთი დილემის წინაშე ვარ:
ხუთი წლის ბიჭს ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში,
უფრო სწორედ ფეხბურთის ბურთით თამაში.
არის პატარა, ტანადაც. ხოდა, სადმე პარკში რომ გავდივართ და სხვა ბავშვებს ვეთამაშებით (თითქმის ყველა ასაკითაც და ტანით მითუმეტეს მასზე დიდია)
იჩაგრება რა, სწრაფად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, ჯერ მგონი ფეხზეც ვერ დგას მყარად,
ბურთს რომ დაკარგავს, თუ არ უთხარი, ვერც ხვდება რომ დაბრუნებაზე უნდა იჩალიჩოს, დგას ცხვარივით
არადა არ ეშვება, სულ უნდა ფეხბურთის თამაში, მარა მერე ძაალიან განიცდის რომ ვერ ჯობნის სხვებს.
მე რაც შემიძლია ვეთამაშები.
აი, რაღაცის სწავლებაზე რომ გადავდივარ არ მოწონს, არ აღმიქვამს რა მასწავლებლად და არ იმეორებს.
მოკლედ თან უყვარს, თან ნერვიულობს. ნაღდი ტოქსიკური ურთიერთობა აქვს.
უნდა რომ ფეხბურთზე შევიყვანო.
ნუ არაა მზად ჩემი აზრით, თან სადაც შევიყვან იქ მისი თანატოლებიც უფრო აზრზე მოსულები იქნებიან,
ერთადერთი მაგით იმშვიდებს ხოლმე თავს რომ მასზე დიდები არიან, ყველას ეკითხება ასაკს
და ამის განცდები მერე არ შემიძლია
ვერ გავიგე რა გავაკეთო, ერთგან ვიკითხე და ჰყავთ 5-6 წლისები.
ანუ, რანაირად მოვამზადო, თუ არ უნდა არაფერი და შევაგდო და იწვალოს თვითონ?
იქნებ არის სადმე ძააან დამწყებებისთვის ადეკვატური მწვრთნელით, ვინც იცის 5 წლის ბავშვებთან ურთიერთობა?
ან მე შევცვალო რამე.
გამიზიარეთ რა თქვენი ცოდნა.