მოკლედ დღეს ვცადე ეგრედ წოდებული ბოლის დამზადება... დაახლოებით 3 საათი მოვუნდი ინგრედიენტების მოძიებას... საშინლად ძნელი საშოვნი იყო

ხოდა ვცადე მაგრამ არც ერთხელ არ გამომივიდა :| სულ ცეცხლი ეკიდებოდა და გამჭვარტლა )) კარგია რომ გადავრჩი გარაჟის აფეთქებას ))
ესე იგი თქვენც სცადეთ დავწერ ახლა როგორ უნდა...
საჭირო მასალა...
1. კალიუმის ნიტრატი ( იშოვით ვაჟა ფშაველას დასაწყისში.. ქიმიური ნაერთების მაღაზიაში... სპორტული მაღაზიები რომ არის იქ... 1 კგ - ღირს 6 ლარი)
2. შაქარი ( იყიდით სუპერმარკეტში.. 1 კგ - 2.50 )
3. სოდა ( იყიდით სუპერმარკეტში .. 1 პაჩკა - 1.0 )
4. ფერის მიმცემი ფხვნილი ( იყიდით ელიავაზე ... კარგი ხარისხის 100 გრ-3 ლარი, ცუდი ხარისხის 1 კგ 5 ლარი )
5. ფითილი , პატრურქი, ცეცხლი რო,მ წაუიკიდო ( გაგიჭირდებათ შოვნა.. მე პირადად ლეონიძის 11 ნომერში მომცეს , შეგიძლიათ კაპრონის ძაფი ნავთში დაასველოთ და გააშროთ )
6. ბამბა (სახლში გექნებათ, ან აფთიაქში )
7, ქაღალდის ჭიქა (გუდვილში 10 ც- 2.50)
8.იზოლაცია ( 2ლ )
ესე იგი, ავიღებთ 60 გრ კალიუმის ნიტრატს, 40 გრ შაქარს... გაზზე, ძალიან დაბალ პარზე დავდგამთ რაიმე ჯამს ( ან ქვაბს ) ... გავახურებთ 1 წუთით, შემდეგ დავყრით ამ კალიუმს და შაქარს, მოვურევთ ინტენსიურად, გახურდება , ფერსაც შეიცვლის და უფრო ბლანტი გახდება... ცოტა ხანში შევურევთ სოდას (1 კოვზს ) ... ავურევთ ... შემდეგ დავამატებთ ფერს ( რა ფერიც გვინდა რომ იყოს ბოლი ... სასურველია წითელი ) ... გახდება ცომის მსგავსი ფორმის... ავიღებთ ქაღალდის ჭიქას ჩავდებთ ამ მასას შიგნით... შემოვახვევთ იზოლაციას, მასაში ჩავდებთ რაიმეს ( მაგალითად პასტას, ან ჯოხს ) რომ დარჩეს სიცარიელე... დაახლოებით 1 საათი დავაცდით რომ გაცივდეს... შემდეგ ამოვიღებთ ამ პასტას, ან ჯოხს... ჩავდებთ შიგნით ამ პატრურქს ( ფითილს) ... გვერდით ჩავუფენთ ბამბას ( რომ არ იმოძრაოს ფითილმა) .. გადავახვევთ ზემოდანაც იზოლაციას, ოღონდ ისე რომ გახვრეტილი იყოს ერთ ადგილას... მოვუკიდებთ ცეცხლს და ეგ არის

სცადეთ იქნებ თქვენ გამოგივიდეთ