მადეირა
მე კი ვიცი ნუკრი რაც იყო

) დაგისვი შეკითხვა უფრო იმისთვის, რომ პასუხი გაგეცა და სხვებისთვისაც აგეხსნა

)
რამდენადაც ვიცი, რეალურად ახლა ეს ქამარი სადღაც მეხუთეა მსოფლიოში თავისი პრესტიჟულობით. ნუ ის სამი რაც ზემოთ ჩამოწერე
World Boxing Association (W.B.A.)
World Boxing Council (W.B.C.)
International Boxing Federation (I.B.F.)
უმაღლესი დონეა და ყველაზე სერიოზულია ნამდვილად. ბოლო პერიოდში წამოიწია World Boxing Organization (W.B.O.)
აი ამათ მერე უკვე ეს IBO წამოიზარდა

)
რაც მთავარია ეს ყველაზე მაღალი დონის ტიტულია რაც ჩვენს მოკრივეს აუღია.
კანდელაკი საერთოდ სხვა ფენომენი იყო

)) რა უნდოდა თვითონ ვერ გაიგო, ძალით აჩხუბებდნენ ხოლმე

არადა თავისი მონაცემებით მართლა შეეძლო რაღაცის გაკეთება.
ისე დარბაზში ვიყავი და არც ისეთი მუთაქა იყო ეს პოლონელი

ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი იყო, კარგად ნასწავლი მოკრივე გახლდათ
ამის მიუხედავად ჩაქუჩამ მაგრა ურახუნა, აშკარად აჯობა ფიზიკურად და ეს ქამარიც გაიკეთა

)
ასე რომ ყველას გილოცააავთ!!!
საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონი ყავს პროფესიულ კრივში!!!