http://fanebi.com/%E1%83%93%E1%83%98%E1%83...83%9A%E1%83%90/ დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის,უმაღლესი ლიგის გადადებული შეხვედრა გაიმართა თბილისში,ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ერთმანეთს “დინამო” თბილისი და ზუგდიდის “ბაია” დაუპირისპირდნენ.
მატჩი ძალზედ დაძაბული გამოდგა.ფავორიტად მიჩნეული “დინამო” შეხვედრის უკანასკნელ წამებამდე მოსაგებად იბრძოდა.მეგრელებმა უდიდესი დაბრკოლებები შეუქმნეს კახა კაჭარავას გუნდს,თუმცა მაინც დათმეს შეხვედრა.
მატჩის პირველი ტაიმი “დინამოელთა” სრული უპირატესობით წარიმართა.არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს სტუმართა კართან დედაქალაქელებმა,თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს.ეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ – 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გამოცოცხლდნენ სტუმრები,პირველი ტაიმისგან განსხვავებით მათი კონტრშეტევები უფრო მწვავე გახდა და ეს ყოველივე შეხვედრის 48–ე წუთზე ანგარიშზეც აისახა.ირაკლი ეხვაიამ შეძლო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
გაშვებული გოლის შემდეგ “დინამო” და ერთგული გულშემატკივრები - “გლადიატორები” კიდევ უფრო გააქტიურდნენ,ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა საკუთარი კლანჭები გამოაჩინა და…
მატჩისი 67–ე წუთზე სახიფათო სტანდარტი დაინიშნა სომხიშვილის კარის მიმართულებით.ბურთთან “დინამოელთა” კაპიტანი,ალექსანდრე კოშკაძე მივიდა.კაპიტანმა მშვიდად და აუღლვებლად შეასრულა სტანდარტი – ანგარიში გათანაბრდა 1:1.
გატანილი გოლის შემდეგ “დინამოელთა” ტაქტიკურ მონახაზში კორექტივები კვლავ შეიტანა კახა კაჭარავამ.თბილისური კლუბის თავკაცმა მოედანზე გივი კვარაცხელია ერთობ უჩვეულო პოზიციაზე განამწესა.აქვე უნდა აღინიშნოს,რომ კვარაცხელია საკმაოდ კარგად ჩაერთო სათადარიგო სკამიდან შეხვედრაში.
შეხვედრის უკანასკნელი წუთები იწურებოდა,როდესაც “ბაიას” კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა.ბურთთან გამოცდილი “პენალტისტი” ლევან ხმალაძე მივიდა და საკუთარი გუნდისთვის შედეგიანი გასროლი გაკეთება არც ამჯერად გასჭირვებია მისთვის საყვარელი პოზიციიდან 2:1 და “დინამომ” საკმაოდ საჭირო 3 ქულა მოიპოვა.
მიმაგრებული სურათი