გამიხარდა ვოლგას ამბები.
რუსეთის პრემიერლიგის III ტურში, ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა “ვოლგამ” შინ 3:0 გაანადგურა მოსკოვის “დინამო” და ისე როგორ იქნებოდა, ქართველებს თავი არ გამოეჩინათ. გოჩა ხოჯავამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ოთარ მარცვალაძეს არ გაუტანია, მაგრამ საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ანგარიში 62-ე წუთზე გაიხსნა, როცა ხოჯავამ გაატანინა პლეშანს, ხოლო 3 წუთში, გოჩამ თავად შეაგდო – საჯარიმოში ჩააწოდა და მეკარე პლეშანმა დააბნია, ბურთს ორივენი ასცდნენ და გოლიც გავიდა. 76-ე წუთზე კი, მარცვალაძის პასით ახმეტოვიჩმა გაიტანა - 3:0.
მარცვალაძემ, ლაშა სალუქვაძემ და გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშეს, გოგუამ პირველი ტაიმი გაატარა მინდორზე, ხოლო ხოჯავა 82-ე წუთზე შეცვალეს. გოგუამ ყვითელი ბარათიც მიიღო - 28-ე წუთზე, სასტვენის შემდეგ ბურთის გადაგდებისთვის.
რუსული gazeta-ს ცნობით, ხოჯავამ აშკარად დაჩრდილა ცენტრში ტომისლავ დუიმოვიჩი და იგორ სემშოვი, ხოლო მარცვალაძე ხშირად უსხლტებოდა “დინამოს” მცველებს და რამდენჯერმე შექმნა ხიფათი.
“ვოლგას” სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. რაიმე პროგნოზზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ “დინამოს” ასე განადგურება სახუმარო საქმე ნამდვილად არაა.
ილია ნანობაშვილი
http://worldsport.ge/Read.aspx?news=18541&lang=1