ჭანტურიამ “ვიტესთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
გიორგი ჭანტურიამ, რომელსაც დღეს 18 წელი შეუსრულდა, თბილისის დროით 13:00 საათზე, არნემის “ვიტესთან” პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა და თავისი მომავალი კლუბს უახლოესი 3 წლით დაუკავშირა.
ამის შესახებ, “ვიტესის” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
ჭანტურია “ვიტესში” გასული წლის სექტემბრიდან ვარჯიშობს, მაგრამ როგორც არაევროკაშვირის ქვეყნის მოქალაქეს, კლუბთან პროფესიონალური ხელშეკრულების დადების უფლება მანამდე არ ჰქონდა, ვიდრე 18 წლის არ შესრულდებოდა. მისი კონტრაქტი ძალაში 2011 წლის პირველი ივლისიდან შევა. ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიურ კლუბში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ვიტესთან” ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ჭანტურიას ოჯახის წევრები, კლუბის მეპატრონე მერაბ ჟორდანია და არნემელთა ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლიუვენი დაესწრო. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მან დაბადების დღეზე მირთმეული ტორტი გაჭრა.
“ვიტესში” სათამაშოდ მზად ვარ. აქამდე, არნემში მხოლოდ ვვარჯიშობდი და თამაში არ შემეძლო. სხვა ბიჭების თამაშს თვალს ტრიბუნიდან ვადევნებდი და გული მწყდებოდა. ჰოლანდიაში და “ვიტესში” თავს კარგად ვგრძნობ. დღეს საუცხოო დღეა და ამ კლუბში თამაში ძალიან მიხარია” –განაცხადა ჭანტურიამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
მერაბ ჟირდანია: “აქ იმისთვის ვარ, რომ გითხრათ –ეს “ვიტესის” მომავალი წარმატებების დასაწყისია. გიოს შესაძლებლობები კარგად ვიცი. მისი შეძენა ბევრ ცნობილ კლუბს სურდა, მაგრამ მან კონტრაქტი “ვიტესთან” გააფორმა და ჩვენთან ითამაშებს”.
ტედ ვან ლიუვენი: “დღეს, “ვიტესისთვის” და გიოსთვის განსაკუთრებული დღეა. ის 18 წლის გახდა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ჩვენ ამ მოვლენას დიდი ხანი ველოდით. ცნობილია, რომ გიო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ის დიდი ტალანტია”.
worldsport.ge

*

*
This post has been edited by 33nika33 on 11 Apr 2011, 15:08