ჰა, მორჩა ეხლა პანიკა და წიოკი! რა ამბავია?! დაიწყო ისევ ექსტრემებში ვარდნები. ან "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ", ან - "ყველაზე ბანძი ერი ვართ", სულ ამ ტუტუცობებს შუა მიმოწყდომა არა კმარა? ერთი პატარა ქვეყანა ვართ, სახელმწიფოც არა გვქვია ჯერ წესიერად, ბოლო 20-25 წელი ფეხბურთი ისეთივე მკვდარი იყო ქვეყანაში როგორც ყველაფერი სხვა. იწყებს ქეცბაია რაღაცის შენებას, პაწა დრო უნდა ხომ ათწლეულობით ბოდიში და გულმოდგინედ ჩაჯმულის გამოსწორებას? რა რესურსიც აქვს, იმით აშენებს. მთელი ცხოვრება შეტევის მოთამაშე კაცი იყო და კი აბა, ახლა მოსწონს მაინცდამაინც დაცვიდან თამაში, ხო?

იცის რა ნახევარდაცვაც გვაქვს და ჩამშლელს ათამაშებს. აბა რა ქნას, ჯეკ? ამას დავუმატოთ ისიც, რომ კონტრშეტევას ბაბა სისწრაფე უნდა, გაშლა უნდა და გამჭოლი პასები. ამ ყველაფერს რაო, მეტრეველი, მესხი და სიომა ბარქაია გაუკეთებენ? ჯარიმის გათამაშება, კუთხურის ჯერ მოპოვება და იმის გამოყენება (რამდენი კუთხური გვქონდა ამ თამაშში? ნული!) - ესენიც სასწავლია ბაბა. აბა, იმ ბურთის აცილება იქნებოდა, ჯეკ, რო გვაჩუქეს და უკან რომ მივართვით ფაქტიურად?
ამ თამაშს რაც შეეხება, ჩვენზე ოდნავ უფრო შეკრულ-ჩამოყალიბებული გუნდი მიაკაპოტებდა ისრაელს. იმდენი შეცდომა ჰქონდათ. ობიექტური რამეებიც გასათვალისწინებელია. მართლა დაიღალა სასტავი ხორვატიასთან, რა, არა? რომელი გვყავს რობერტო კარლოსის ან გატუზოს სტამინა რო ჰქონდეს?

. დენთი აღარ იყო. ასათიანის და ანანიძის არყოფნა არ იყო დანაკლისი? ტაქტიკაზე მოდით თემოს ნუ შევედავებით, ეს შესარჩევი ციკლი მაინც, თორემ ისე, იცოცხლე, ჩვენ ხო ყველამ ყოველთვის მწვრთნელზე უკეთ ვიცით რა და როგორ უნდა ყოფილიყო. (მე რო მკითხო, პირველ 15 წუთს სასტიკ შეტევას ვითამაშებდი, სიურპრიზის ამბავში

მიდი აბა, მიმიშვი ეხლა მე ნაკრებთან!

)
მოკლედ, ხან უკვე მსოფლიოს ჩემპიონად თავის წარმოდგენა, ხან კი მოთქმა-ტირილი არ ვარგა-მეთქი, მაგას ვამბობ. პატარა ნაბიჯებით მივდივართ წინ. ცოტა ხნის უკან ამაზე რომელი ვიოცნებებდით აბა, ალალად?
This post has been edited by EVErgreen on 29 Mar 2011, 23:45
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.