მოკლედ თუ რომელიმე მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელი ან მწვრთნელი ჩვენს გულშემატკივრობაზე რამე კარგს იტყოდა ვინახავდი ხოლმე, ხოდა ეხლა წავაწყდი ამ ფაილს
პრესკომფერენციიდან ამოღებულია მხოლოდ ის ტექსტები, რომელიც გულშემატკივრობას ეხება

ვიცი, რომ კიდევ აკლია, მაგალითად შვედეთის მწვრთნელის კომენტარი, რომელიც ვერ ვიპოვე და რაც მახსოვს სულ ჩვენს ქებაში იყო

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელის კომემენტარიც მივამატე, თქვენც თუ გაქვთ რამე დაამატეთ
ალექსანდრ პოპკოვი (ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და მის გულშემატკივრებს. ქართველი მაყურებლის ქომაგობით გაოცებული დავრჩი. სასიამოვნო იყო ამ საკალათბურთო გარემოში მოხვედრა".
მარცინ გორტატი: (პოლონეთის ნაკრების ცენტრი)
"კომპლიმენტები საქართველოს ნაკრებს - ასეთი გუნდისა და ქომაგობის შემხედვარე, თბილისიდან ქულების წაღება, ჩვენი ჯგუფის სხვა გუნდებსაც ძალიან გაუჭირდებათ".
აინარს ბაგატსკისი (ლატვიის ნაკრების მწვრთნელი)
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თბილისურ მატჩში ჩვენი მარცხის მთავარი მიზეზი საოცარი გულშემატკივრობა გახლდათ. საქართველოს ნაკრებს 8 ათასმა ქომაგმა შესაშური მხარდაჭერა აღმოუჩინა.
“ჩემს სამწვრთნელო კარიერაში არასდროს ყოფილა, რომ მოთამაშეებს საჯარიმოების 75% აეცილებინოთ. მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ ამ ტყორცნებიდან რამდენიმე მაინც გამოგვეყენებინა. თუმცა, გულშემატკივრებმა ისეთი აურა შექმნეს, ახალგაზრდა კალათბურთელებს ხელი აუკანკალდათ. საქართველოს ნაკრებს ეს თამაში ქართველმა ფანებმა და მცირედმა იღბალმაც მოაგებინა”.
დენის ბაირამოვიჩი (ბოსნიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი)
“უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ქართველებმა საკუთარ ნაკრებს დღეს, საოცარად უქომაგეთ".
მირზა ტელეტოვიჩი (ბოსნიის ნაკრების ფორვარდი)
"ქართველებს შესანიშნავი ქომაგები ჰყავთ, რომლებიც დარბაზში წარმოუდგენელ ატმოსფეროს ქმნიან".
დავიდ იანსენი (ჰოლანდიის ნაკრების დამცვველი)
"დარბაზში საოცარი ატმოსფერო სუფევდა. ეს ნებისმიერ კალათბურთელზე დადებითად მოქმედებს".
რონენ გინცბურგი (ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
"პირველ რიგში ვულოცავ საქრთველოს ამ გამარჯვებას. დარბაზში შესანიშნავი ატმოსფერო და მხურვალე ქომაგობა იყო".