კარგით, აქ დავწერ მაშინ.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ქართული სპორტის ქომაგები ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და იმედია ძალიან მალე თქვენი რიგები გაასმაგდება და გაათასმაგდება. მეც ძალიან მინდა თქვენთან ერთად სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე გულშემატკივრობა, მაგრამ დროის სიმცირის გამო (ვსწავლობ და ვმუშაობ) სამწუხაროდ ვერ ვახერხებ.
ეხლა გადავალ ჩემს შემოთავაზებაზე. ვიცი, რომ მსოფლიო სპორტის საიტზე დიდ ყურადღებას გითმობენ და ხელშეწყობაც გაქვთ. მაგრამ გარდა ამისა, ჩემი აზრით სასურველია სადისკუსიოდ ცალკე ფორუმი გქონდეთ, worldsport.ge -ზე სტატიის კომენტარებით შემოფარგვლა ჩემი აზრით არაა საკმარისი. გთავაზობთ მხოლოდ ქართულ სპორტზე ორიენტირებულ ფორუმს
http://georgiansport.com . აქვე დავამატებ, რომ ეს ფორუმი სულ 5 დღეა რაც გაიხსნა და მისი მიზანია ქართული სპორტის პოპულარიზაცია და არა რაიმე ფინანსური სარგებლის ნახვა (დამეთანხმებით ფინანსურ სარგებელზე ორიენტირებული რომ ვყოფილიყავი, გაცილებით პოპულარულ თემას შევარჩევდი საიტისთვის). თქვენი დაინტერესებით და აქტიურობის საშუალებით კი გაცილებით მეტი ქართველი დაინტერესდება ქართული სპორტის გულშემატკივრობით და ერთად ერთ დიდ საქმეს გავაკეთებთ. ვფიქრობ თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგა, საკმაოდ კარგ შედეგს მივიღებთ.
აი, ეს არის ჩემი იდეა ძალიან მოკლედ. ველი თქვენს გამოხმაურებებს მეგობრებო.
This post has been edited by forum-ge on 11 Apr 2011, 18:45
hattrick.org. ==> FC_Dinamo Tbilisi
---
buzzerbeater.com ==> Tbilisi Hawks