აზრებისპორტულ შეჯიბრებებში, კონკრეტულად კი ფეხბურთში ქომაგობა, ლამის ხელოვნებადაა ქცეული. სუბიექტური თუ ვიქნები, ვიტყვი, რომ ქომაგობა ხელოვნების ერთ-ერთ დარგად არის ჩამოყსალიბებული. მართალია ხშირად თავის ზომებს, საზღვრებს და რაც მთავარია, ხელოვნებას სცილდება და აგრესიაში გადადის, მაგრამ ამ აგრესიის გასასამართლებელი საბუთი, თავად ქომაგობის არსია: მეტსაც გეტყვით, თუ ამ აგრესიას მთლად სავალალო შედეგამდე არ მივყავართ, მაშინ მას დამატებითი ხიბლი, თანამედროვედ რომ ვთქვათ, სპეც-ეფექტი შეაქვს ქომაგობაში.
რა ხდება ქომაგობის მხრივ საქართველოში? – იკითხავს ზემოთ ნაწერის წამკითხველი, ქართველი ადამიანი. მე კი ვეტყოდი, ვეტყოდი კი არა, კითხვაში შევეჭრებოდი, ნეტა ეგ არ გეკითხა მეთქი. Aჰა, არ მინდა, მაგრამ მაინც ვეცდები ქართულ ქომაგობას სახელი მოვუძებნო.
Mმოდით, სახელის მოძებნაში ასოციაციას მოვიშველიებ, რომელსაც ჯერ ზოგადად ქომაგობაზე ვცდი. Pპირველ რიგში ქომაგზე რა ასოციაციაც მომდის, ეს არის არაორდინალურად გამოწყობილი ადამიანი, თავისი საყვარელი გუნდის ფერებში ჩაცმული, სხვადასხვა საქომაგო ატრიბუტით და ინსტრუმენტით შეიარაღებული, რომელიც სმენით, თუ უსმენოდ, სირინოზის ხმით, თუ საახალწლოდ დასაკლავად განწირული დედალი ღორის ხმით, გულით და სულით ქომაგობს თავის საყვარელ გუნდს (რა ჯობია, ასეთი ადამიანის გვერდით, მდგომი, რომ უყურებ ფეხბურთს).
დავეშვათ მიწაზე და მოვსინჯოთ აბა, რა ასოციაცია მოვა ქართველ ქომაგზე. ვაიიჰ . . . გითხარით არ მინდა მეთქი, მაგრამ სხვა რა გზა იყო და აჰა, გაეცანით შედეგებს: “სემიჩკა 20 კაპიკად”, “სუდიას რააა???”, “ხომ ვამბობდი გაყიდულია მეთქი” და კიდევ უამრავი ასეთი მარაზმში გადასული სიტუაცია მომდის, სამწუხროდ თავში. ჩაცმულობას ნუღარ იკითხავთ, რომ არ იცოდეთ სტადიონი რა დაწესებულებაა, იფიქრებთ, ვინმე, ხალხისთვის პატივსაცემი ადამიანი გარდაიცვალა და სახალხო დაკრძალვააო, ან კიდევ ზემოდან, თუ გადავუფრენთ სტადიონს და ბალახის სიმწვანეს არ მიაქცევთ ყურადღებას, იქაურობა ყვავების ერთი დიდი ბუდე გეგონება. მოკლედ ეს ასოციაციური კავშირები, რომ გავაერთიანოთ ვიღებთ ქართველი ქომაგის ასეთ სახელს “მზესუმზირის მჭამელთა, შავებში ჩაცმული საზოგადოება” . . .
გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ “ჰეფი ენდით” დასრულებული ფილმებს ვეტანები ძირითადად, ასე რომ ქართულ ქომაგობაზე ასეთი გონებაჩამუქებულები რომ არ დარჩეთ, ერთი იმედისმომცემი და რაც მთავარია რეალური “ჰეფი ენდი” მეც მაქვს თქვენთვის, რომელიც პირდაპირი, თუ არაპირდაპირი გაგებითაც ნათელი წერტილია, ქართულ ქომაგობაში: მისი სახელი კი არის “თეთრი ხმაური”, ოფიციალურად კი “ქართული სპორტის ქომაგები”... მათი მიზანია საქართველოში, ზოგადად ქომაგობის კულტურის ჩამოყალიბება, რისთვისაც ძალას, ენერგიას და ხმას არ იშურებენ . . . მათი აღჭურვილობა, ატრიბუტები, ინსტრუმენტები პირველ რიგში არის შეუზღუდავი ენთუზიაზმი, სპორტის და რაც მთავარია ქვეყნის, საქართველოს სიყვარული. რამდენჯერმე, სპონსორის კეთილი გამოხდომის შედეგად ისინი გადათეთრებულები დადიან ფეხბურთის, რაგბის და კალათბურთის მატჩებზე... რაც მთავარია, რასაც ქომაგობა ჰქვია, რომელზეც სულ ზემოთვწერდი, ის ყველაფერი აქვთ “ხმაურიან თეთრებს”, სიმღერ-შეძახილებით დაწყებული და სტადიონზე ორგანიზებული ქომაგობით დამთავრებული . . .
მოკლედ, საქართველო დღეს იდგამს ფეხს ქომაგობის კულტურაში, რომლის გარეშეც უბრალოდ სპორტი ვერ იარსებებს . . .
ესეც დაპირებული “ჰეფი ენდი” . . .