ალღო გვინდა გოლისა,შემართება ბრძოლისა!
როგორც მოგეხსენებათ, რუსთაველებმა დაამარცხეს ყაზახები(1-1,0-2) და 28 ივლისს,ეროვნულ სტადიონზე(ვინაიდან „ფოლადს“ ლიცენზია არ აქვს),მიიღებენ ფრანგულ რენს..განმეორებითი მატჩი 4 აგვისტოს შედგება საფრანგეთში.
28-ივლისი. 21:00 სთ. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი.
რუსთავის ‘’მეტალურგი’’- რენის ‘’რენი’’.
ბილეთის ფასი 3,5,7 ლარი.
‘’მეტალურგი’’- ‘’რენის’’ დაპირისპირების ნახვა ქართველ ქომაგს,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეეძლება.
ქართველები ძალიან ოპტიმისტი და მომთხოვნი ხალხი ვართ და ბუნებრვია ხვალინდელი თამაშიდანაც მხოლოდ მოგებას ველით.
ბუნებრივია ამ ორ გუნდს შორის ფავორიტად ‘’რენი’’ მოიაზრება, თუმცა ვგონებ,რომ რუსთავს შესწევს ძალა იმისა, რომ რენს გამარჯვებულის სტატუსით ვესტუმროთ საფრანგეთში.
ძალიან დიდი ხანია, საქართველოს ამ სიძლიერის კლუბი არ წვევია და ქართველ ქომაგთა ინტერესიც ერთი-ორად გაიზარდა,აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით.
ქართული კლუბები სულ ექვსჯერ შეხვდნენ ფრანგებს და ყველა თამაში ამ უკანსნელთა გამარჯვებით დასრულდა.
13.07.1996 - კოლხეთი- გენგამი 1:3
1.07.2001 - ტრუა- ვიტ-ჯორჯია 0:6
8.07.2001 - ვიტ-ჯორჯია - ტრუა 1-1
14.08.2003 2003/04 - ლანსი-ტორპედო 3:0
28.08.2003 2003/04 - ტორპედო-ლანსი 0:2
21.10.2004 2004/05 - დინამო-სოშო 0:2
იმედია ხვალ რუსთავი, ამ ცუდ სტატისტიკას დაარღვევს,როგორც ეს მათ ყაზახურ ირტიშთან შეძლეს.
ეხლა კი ცოტა რამ ფრანგული კლუბის შესახებ:
საფეხბურთო კლუბი“რენი“,რომელიც ქალაქის სახელს ატარებს, დაარსდა 1901 წელს.
გუნდის საერთო ფასი აღემატება 80 მილიონ ევროს,რაც რუსთაველთა საერთო ფასზე თითქმის 30–ჯერ მეტია.
გუნდის ლიდერად ნახევარმცველი იან მვილა ითვლება რომლის ფასი 16,5 მილიონი ევროა.
მიღწევები:
ლიგა 2–ის გამარჯვებული 1956,1983
საფრანგეთის თასის გამარჯვებული 1965,1971
საფრანგეთის თასის ფინალისტი 1922,1937,2009
ინტერტოტოს თასის გამარჯვებული 2008
ვაგრძნობინოთ რუსთაველებს, რომ ისინი საკუთარ კედლებში თამაშობენ.
ამისთვის კი საჭიროა,თითოეული ჩვენთაგანი ხვალ სტადიონზე მივიდეთ და მხურვალე გულშემატკივრობით დავეხმაროთ გამრჯვების მოპოვებაში.
მეტალურგი ნამდვილად იმსახურებს ამას, რადგან ერთადერთი ქართული კლუბია რომელსაც,ევრო 2011/2012 წლის ეუფას საკვალიფიკაციო ეტაპის არცერთი მატჩი წაუგია და ღირსეულად მიიწევს წინ.
როგორც ვიცით რუსთავიდან და არა მარტო რუსთავიდან საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი აპირებს ჩამოსვლას და მატჩზე დასწრებას.
ქართული სპორტის ქომაგები, ყოველთვის ვართ და ვიქნებით იქ, სადაც საქართველო და ქართული სპორტია.
ხვალ რუსთავი საქართველოს წარმოადგენს,და არ შეიძლებოდა ჩვენ ამ მატჩს არ დავსწრებოდით.
ჩვენ უკვე ორჯერ დავესწარით რუსთაველთა საშინაო მატჩს და ერთ გასვლით მატჩს სომხეთში ბანანცის წინააღმდეგ და არც ამჯერად დავარღვევთ ტრადიციას.
რუსთავული კლუბის ხელმძღვანელობამ 150 ცალი ბილეთი გადმოგვცა საჩუქრად.
რისთვისაც დიდი მადლობას გადავუხდით მათ.
დღეს 18:45 საათზე ‘’მეტალურგი’’ ეროვულ სტადიონზე ჩაატარებს ვარჯიშს,რომელზეც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ქომაგები 18:30 ვიკრიბებით სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან და დავესწრებით ვარჯიშს. ხოლო ვარჯიშის მერე,ქალაქში ვაკრავთ აღნიშნული მატჩის აფიშებს.
ხოლო ხვალ, 19:30 სთ-დან ვიკრიბებით მუშტაიდის ბაღში და ერთობლივად შევალთ სტადიონზე. ყველამ ჩავიცვათ ქომაგის მაისურები და ვისაც აქვს ეროვნული დროშები აუცილებლად წამოვიღოთ.
ხოლო მათ ვისაც არ აქვს ქომაგს მაისური,გთხოვთ მაქსიმალურად ეცადოთ ჩაიცვათ თეთრი ან წითელი ფერსი მაისური.
ქართული სპორტის ქომაგები
* * *
ქომაგებო, დღეს 18:00 სთ-ზე ვიკრიბებით მუშტაიდის ბაღთან.
პირდადპირი ჩართვები გვექნება,რამოდენიმე ტელევიზიისგან.
მაქსიმალურად ეცადეთ ბევრნი შევგოვდეთ,ქომაგების მაისურებით და ეროვნული დროშები წამოიღეთ ყველამ...(კომენტარებში დაწერეთ,ვინ მოდიხართ).
* * *
ქომაგებო, დღეს 18:00 სთ-ზე ვიკრიბებით მუშტაიდის ბაღთან.
პირდადპირი ჩართვები გვექნება,რამოდენიმე ტელევიზიისგან.
მაქსიმალურად ეცადეთ ბევრნი შევგოვდეთ,ქომაგების მაისურებით და ეროვნული დროშები წამოიღეთ ყველამ...(კომენტარებში დაწერეთ,ვინ მოდიხართ).
* * *
ქომაგებო, დღეს 18:00 სთ-ზე ვიკრიბებით მუშტაიდის ბაღთან.
პირდადპირი ჩართვები გვექნება,რამოდენიმე ტელევიზიისგან.
მაქსიმალურად ეცადეთ ბევრნი შევგოვდეთ,ქომაგების მაისურებით და ეროვნული დროშები წამოიღეთ ყველამ...(კომენტარებში დაწერეთ,ვინ მოდიხართ).
მიმაგრებული სურათი