ქომაგებისა და „იბერია სტარის“ სიმღერის ერთობლივი კონკურსი
„ქართული სპორტის ქომაგთა კავშირი“ და მინი-ფეხბურთის კლუბი - „იბერია სტარი“ აწყობენ კონკურსს, რომლის შედეგად გამარჯვებული სიმღერა ზემოაღნიშნული კავშირისა და კლუბის ერთობლივ ჰიმნად იქცევა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, უნდა გამოაგზავნოთ თქვენს მიერ დაწერილი სიმღერის ტექსტი შემდეგ ელ-ფოსტაზე: qartulisportisqomagi@yahoo.com
სიმღერა ჩაიწერება სტუდიაში და გახდება სახალხო.
კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება 30 დეკემბერს.
გამოგზავნილი ტექსტები დაიდება ‘’ქართული სპორტის ქომაგების’’ გვერდზე:
https://www.facebook.com/qartulisportisqomagebiგამარჯვებულს Like-ების საშუალებით გამოავლენს FACEBOOK-ის მომხმარებელი და ასევე, ჩვენი გვერდის ადმინისტრაცია.
LIKE-ებით გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრიზი - 100 ლარი.
გვერდის ადმინისტრაციის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულს, გადაეცემა ფულადი პრიზი 50 ლარი.
აუცილებელი მოთხოვნა:
ვინც თქვენს დაწერილ ტექსტს მოიწონებს, აუცილებლად და-LIKE-ებული უნდა ჰქონდეს ქომაგების გვერდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის LIKE არ ჩაგეთვლებათ.
ტექსტი უნდა იყოს მაქსიმუმ ორი სტროფი.
ნახსენები უნდა იყოს სიტყვა „იბერია“ და უნდა იყოს ქვემოთ მოცემული ტექსტის გაგრძელება: (რითმი არ უნდა დაირღვეს და უნდა იყოს იგივე).
ქომაგები...(ტაში)
ვმღერით თქვენთვის...(ტაში)
მარტონი, არასოდეს იქნებით...(ტაში)
გული გვიძგერს... (ტაში)
სიყვარულით...(ტაში)
არ ვიღლებით სიმღერებით...(ტაში)
ბიჭებო ჰე, ბიჭებო ჰეე...
ბიჭებო დიდი გამარჯვებისკენ.
ესეც ვიდეო :
ქომაგების სიმღერის კონკურსი ქომაგები ფბ-ზე.
ელფის კულინარიის ენციკლოპედია.