"იმედის დილა გათენდა
შევქმნათ საბრძოლო განწყობა,
დღეს არ იქნება თბილისში
ალბანელების დანდობა.
თამაშის სურათს დავხატავ
დრო არც თუ ისე შორია,
კარს მშრალად შეინახავენ
რევიშვილი და ლორია.
გოლს აწი აღარ გავუშვებთ
ჩვენი ნაკრების კარშია,
დაცვას დაკეტავს ჩვეულად
მალდინის მსგავსად კაშია.
ნახევარდაცვას დააზღვევს
ჯანო ფინტებით დაგლიჯავს,
ზურგს გაუმაგრებს ხიზანას
ნაკრების ახალ კაპიტანს.
ალბანელების თავდაცვა
მარცვალას ვეღარ აიყვანს,
დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა
დღეს მარცვალაძე გაიტანს.
ჯერ აღარ იცის ბიაზმა
თუ რა შეტევას ვუპირებთ,
დღეიდან ყველა მეტოქეს
თამაშით ყოფას ვუტირებთ.
ავაფრიალოთ დროშები
ჩვენს საქართველოს ვუმღეროთ,
როგორ მიყვარხარ სამშობლოვ
წამიც ვერ გავძლებ უშენოდ.
ყველა მივიდეთ სტადიონზე
მერწმუნეთ ბევრნი ვიქნებით,
ნუ მივატოვებთ ჩვენს ნაკრებს
როცა ძალიან ვჭირდებით.
ემოციები მაწვება
სხვას ვეღარ დავწერ ახლა მეტს,
შემდეგი ლექსიც იქნება
როცა გავუტანთ ალბანეთს

"
ედემი ელერჯია
მოკლედ დღეს 17:00 სთ-დან ვაკის პარკთან

შემდეგ ტრიბუნაზე
* * *

"ეს გამარჯვება შევირგოთ ძმებო
გამოსწორდება ხარისხიც, მალე,
დღეს რომ წაგვეგო ის იქნებოდა
დამეთანხმებით ყველაზე მწარე.
შეთამაშდება ნაკრები ალბათ
ჩვენ ნუღარ შევჭამთ სიტყვით ერთმანეთს,
სულ სხვა ძალებით, ჟინით და ბრძოლით
შევებრძოლებით, ფრანგებს, ესპანეთს.
რაც შეუძლიათ იბრძვიან მაინც
ვეღარ მოუხმობ თავს ზემოთ ძალას,
ოპტიმისტი ვარ და ალბათ გიჟიც:)
რადგან კვლავ ვიტყვი ჩვენ მაინც გავალთ.
ნაკრები მიყვარს ჩემი სამშობლო,
არ შემიძლია ცუდი ვთქვა ძმებზე,
ლაბირინთიდან ერთ გამოსავალს
მეც თქვენთან ერთად ფიქრებში ვეძებ.
ნუღარ მოიწყენთ, გილოცავთ ყველას
რაც მთავარია სასურველ შედეგს,
კარგი ხარისხით გამარჯვებაზე
მჯერა რომ დავწერ მე აწი ლექსებს."
ედემი ელერჯია
This post has been edited by rikosheta on 29 Feb 2012, 14:19