მცირე შესავალი:
მოგეხსენებათ ქომაგები დილიდანვე სტადიონზე ვიყავით, რათა გაგველამაზებინა ჩვენი ტრიბუნა..
დაახლოებით 2 სთ-სთვის 22-ე სექტორზე (იქ სადაც დროშის სექტორი იწყება და ქართველები (!) სხედან) გამოიფინა ბანერი
''მოგესალმებით REAL MADRID GEORGIA"
რა თქმა უნდა გავემართეთ ამ ბანერისკენ, იქვე მამაკაცი გამოემართა (40-45 წლის), რომელმაც საკუთარი თავი დიპლომატად გაგვაცნო (20 წელია ვმუშაობ ესპანეთშიო)....
ჩვენ შორის შედგა დაახლოებით 30 წამიანი საუბარი, რომლის შემდეგაც ბანერი ჩამოიხსნა და დაიფლითა.
საუბრის დასასრულს აღნიშნულმა "დიპლომატმა", ქართველების მიმართ (თვითონაც "ქართველი" იყო) რამდენიმე შეურაცხმყოფელი რეპლიკაც ისროლა ...
და ბოლოს ისიც მოაყოლა "ანგარიში ნახეთ ბოლოს ანგარიშიო" ... რაზეც, რა თქმა უნდა, საკადრისი პასუხი მიიღო.