ლელოს სტატიის ჩემ ვერსიას დავდებ.
სახალისო ამბავში. სერიოზული ამბიციების გარეშე.
დავიწყოთ.
ჯერ შევარჩიოთ კიტერიუმები - ძირითადი და დამატებითი.
ძირითადი კრიტერიუმი (სულ 70 ქულა):
აქედან:
1. ძირითადი ხუთეულის შედარება (30 ქულა)
2. სათადარიგო სკამი (30 ქულა)
3. მწვრთნელები (10 ქულა)
დამატებითი ფაქტორები (30 ქულა):
აქედან:
1. ნაკრების, როგორც ერთიანი ორგანიზმის მიერ მაღალი დონის ტურნირებზე თამაშის დროს დაგროვილი გამოცდილება (10 ქულა)
2. გულშემატკივრის ფაქტორი (10 ქულა)
3. ფსიქოლოგიური განწყობა ამ მატჩისთვის (10 ქულა)
ე. ი. გასათამაშებელი გვაქვს 100 ქულა.
1. ძირითადი ხუთეულის შედარება (30 ქულა)
შევადაროთ თოთოეული მოთამაშე. ამ 30 ქულას ვყოფთ 5-ზე. გამოდის, რომ 1 მოთამაშის მაქსიმალური შეფასება იქნება 6 ქულა.
დავიწყოთ:
1 ნომერი: ცინცაძე-ჰოლდენი. ცინცაძეს უწერ 2-ს, იქედან გამომდინარე რომ საკმაოდ სუსტ გუნდში თამაშობს და იმ გუნდის ლიდერიც კი ვეღარ არის. დიდი სურვილი მაქვს რომ ვცდებოდე. ჰოლდენს ვუწერ 5-ს. 1 ქულას ვაკლებ იმიტომ, რომ ასაკშია უკვე.
შესაბამისად:
ცინცაძე 2 - ჰოლდენი 5.
2 ნომერი:
გრინი-ფრიდზონი
აქ ფრიდზონს აქ ერთი უპირატესობა. ის თამაშობს თავის პოზიციაზე, გრინი კი ნომინალურად 1 ნომერია. აქედან გამომდინარე 4-3 ფრიდზონის სასარგებლოდ.
ესეიგი:
გრინი 3 - ფრიდზონი 4
3 ნომერი:
ვიკა - მონია
მონია უგამოცდილესი და ძალიან სტაბილური მოთამაშეა. თუმცა ვიკა მშვენიერ სეზონს ატარებს და თვაისი კოზირები აქვს მონიასთან შედარებით. ამიტომ, ორივეს დავუწერ 5-5 ქულას.
ესეიგი:
ვიკა 5-მონია 5
4 ნომერი:
ბოისა-კირილენკო (არამგონია სამ ნომერზე დადგეს ევროპაში კირილენკო)
აქ რათქმაუნდა კირილენკოს აქვს უპირატესობა, მარა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტრავმა მიიღო ეხლა და რომც ითამაშოს, არავინ იცის რა ფორმაში იქნება. ვოვა ნელნელა შედის ფორმაში. ნებისმიერ შემთხვევაში 6-4 კირილენკოს სასარგებლოდ.
ესეიგი:
ვოვა 4 - კირილენკო 6.
5 ნომერი:
ზაზა 6 -მოზგოვი 3
ულაპარაკოდ.
პირველი კრიტერიუმიდან მივიღეთ ეგეთი შედეგი:
საქართველო-რუსეთი 20-23
მეორე კრიტერიუმი:
სათადარიგოები:
1 ნომერი:
გამყრელიძე-პონკრაშოვი 1-5
აქაც ზედმეტი კომენტარი არ არის საჭირო.
2 ნომერი;
მანუ-ბიკოვი 5-2
მანუ სხვა დონეა აშკარად.
3 ნომერი:
ხრიაპას არყოფნაში ალბათ ვორონოვი დადგება რუსებთან. ორივეს ცოტა დრო ექნება და უფრო ძირითადებს დაასვენებენ.
ამიტომ შენგელია-ვორონოვი 2-2
4 ნომერი
სკიტა-ვორონცევიჩი 3-3
ვორონცევიშცს უკეთესი სეზონი აქვს, მაგრამ სკიტა უფრო გამოცდილია. თან სიმაღლეში უპირატესობა აქვს. ამიტომ ნიჩია.
5 ნომერი
შერმა-კაუნი 4-3
კაუნს გაუცდა მთელი სეზონი, მაშინ როცა შერმა მაგარ ფორმაშია.
მე-11 და მე-12 მოთამაშეს ცალკე არ ვადარებ, იმიტომ რომ, როგორც წესი, ყველა გუნდში ცოტა დროს ატარებენ მოედანზე. ამიტო, რუსეთს სიმბოლურად 1 ქულას მივუმატებ, იმიტო რომ მაგათი ტუღუში ჩვენსას ჯობია

15-16 წავაგეთ სკამში.
სულ ჰერჰერობით:
35-39 ვაგებთ.
მწვრთნელი:
ბლატი სუპერმწვრთნელია ევროპაში, კოკოშკოვი პერსპექტიულია ამერიკაში.
ათი შესაძლებლობიდან 9-7 ბლატის სასარგებლოდ.
ანუ ძირითად კრიტერიუმებში:
საქართველოს-რუსეთი 42-49
წავიდა დამატებითები:
გამოცდილება რუსეთს მეტი აქვს მაღალ დონეზე თამაშის, თუმცა ახალგაზრდა გუნდია. ამიტომ 8 ქულა მაგათ, ჩვენებს 4.
მაყურებელი, ლიტვაში ორივეს ეყოლება ბლომად. იქედან გამომდინარე რომ ლატვიელები ჩვენ დაგვიჭერენ მხარს, თან ჩვენი კალათბურთის ფანები უფრო ხმაურიანები არიან პატარა უპირატესობა საქართველოს.
7-6.
ფსიქოლოგიას რაც შეეხება, ჩვენთვის ეს თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს, რუსებისთვის კი რიგითი მატჩია.
ამიტომ, საქართველოს 10, რუსეთს 7.
შედეგად დამატებით კრიტერიუმებში ფრე:
საქარველო-რუსეთი 21-21
სულ:
საქართველოს-რუსეთი
63-70
P.ს. სახალისო გამოვიდა მემგონი. ძაან სერიოზულადაც ნუ მოეკიდებით.
PPს. შანსი არაა ჩემი პროგნოზი ახდეს