უსმინეთ ამ ტოლმას რა ილაპარაკაა?

ეხლა ბანკთან რატო შეახვედრაო..
აგერ ნახე ზვიადაა დომენტაა თუ არ იცი...
ერცხვენა.
- “დებატების” დროს ნახსენები იყო შარფი. როგორც მახსოვს, “ზესტაფონის” შარფით, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი დადიოდა ოფიციალურ თამაშებზე.
- ალბათ, ის არ გახსოვთ, როდის ჰქონდა გაკეთებული ეს შარფი - პრეზიდენტობამდე, თუ პრეზიდენტობის დროს. კიდევაც თქვა მან მის ინტერვიუში, რომ ეს ბოლო მატჩია, როცა “ზესტაფონს” ვგულშემატკივრობ, რადგან ხვალიდან, როცა ფედერაციის პრეზიდენტი გავხდები, ყველა გუნდს ერთნაირად ვუქომაგებო (ეს იყო 2005 წლის 26 მაისს, “ზესტაფონსა” და “ლოკომოტივს” შორის გამართულ თასის ფინალზე, არჩევნები კი თერთმეტ ივნისს ჩატარდა - ფ.კ.). გუშინწინ თუ ზვიად სიჭინავა “ბაიას” შარფს ატარებდა, დღეს რა ვქნათ, ვუსაყვედუროთ?
თუ მას ახალკაცის მოღვაწეობა რაიმე კრიმინალურ ასპექტში გადაჰყავს, რომ რაღაც კრედიტები ჰქონდა არასწორად აღებული - არსებობს ასეთი საკითხების მოკვლევისთვის პროკურატურა და მან შეისწავლოს. ამას ტელევიზორით ხომ ვერ გავარჩევთ, არა?
რა ვქნათ, ვიძახოთ ხმამაღლა, რომ ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ 100 ათას ევროზე მეტით აზარალა მის ორგანიზაციას? პირადად ვთხოვე “ტაოპრივატბანკის” დირექტორს, მივიყვანე ფედერაციაში და შევახვედრე მათ. მოილაპარაკეს, რომ 345 ათას ევროს გადაიხდიდა ფედერაცია და ის ძველი კრედიტიც დაიხურებოდა. პრინციპული თანხმობა იყო, რომ ამ შეთანხმებაზე ხელი ორივე მხრიდან მოეწერებოდა, მაგრამ ფედერაციამ იცრუა. ბანკი იძულებული გახდა, რომ სასამართლოში შეეტანა სარჩელი და ამ გზით, 475 ათასი ევროს გადახდა დაეკისრებინა ფედერაციისთვის. რატომ არ კითხულობთ, ვინ აზარალა ქართული ფეხბურთი ამხელა თანხით და ვინ უნდა გადაიხადოს იგი.
რა თქმა უნდა, ასეთი სიმართლე არავის მოეწონება - მასზე ტელევიზორში ვერ ვიყვირებდი, რადგან არავის აინტერესებს ამის გაგება. გამოდიან ტელევიზიით და ამ ბანკის წინააღმდეგ პრესკონფერენციას აწყობენ. იცით, ეს რას გამოიწვევს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სესხის აღება დასჭირდება და ასეთი დამოკიდებულების გამო ყველა ბანკი უარს ეტყვის.
რაც მეგონა იმაზე მეტი დაბალი ინტელექტის პატრონი ყოფილა ეს კაცი,გინდ საფეხბურთო,გინდ ზოგადი და გინდ ახლო აღმოსავლური
ერუდიცია 0 .
მართლა დომენტია რა :@