კარგია.
ძალიან კარგი.

...მაგრამ მე უფრო მეტი მინდა...
საერთოდ ქართველების ფეხბურთისადმი სიყვარულს + ბუნებრივ ნიჭს თუ გავითვალისწინებთ გაცილებით წინ უნდა ვიყოთ.
ყოველგვარი გადამეტებების გარეშე, სუფთა პრაგმატული ანალიზით, ჩვენ შეგვიძლია დავიმკვიდროთ
მუდმივი ადგილი
FIFA-ს რეიტინგის პირველ გვერდზე ანუ
50-ეულში და პერიოდულად
30-ეულის კარებიც შევაღოთ-დავუკაკუნოთ ხოლმე, როდესაც ძალიან გაგვიმართლებს და ძალიან ძლიერ გუნდს მოვუგებთ და ა.შ.
ამისთვის ნაკრებში იდეალური სიტუაციაა. გამოჩნდა ძლიერი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ძალიან დაბალი დონის გუნდისგან საშუალო ევროპულთან მიახლოებული გუნდი ჩამოაყალიბა ერთ წელიწადში.
თემურ ქეცბაიას არც თავდადება აკლია, არც ლიდერის სულისკვეთება, არც ეროვნულ-პატრიოტული თვისებები და არის საკმაოდ ძლიერი სპეციალისტი, ხისტი, პრაგმატული და გათვლილი ფეხბურთის მიმდევარი. ახლა მთავარია ამ ადამიანს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველანაირად (სასურველია მთავრობის დონეზეც კი) და შევინარჩუნოთ თუ კი ექნება შემოთავაზებები გრანდების მხრიდანაც. (ბევრად უფრო გამართლებული იქნება მისთვის მილიონების დანიშვნა ხელფასად, ვიდრე ალან ჟირესზე, კლაუს ტოპმიოლერზე და ჰექტორ-რაულ კუპერზე, რადგან ჯამში სამივეზე მეტი გააკეთა ქეცბაიამ ერთ წელიწადში.)
თუმცა, თუმცა... არაფერი არ გამოვა საკლუბო ფეხბურთის განვითარების გარეშე. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ბაზა და ახალი ტალანტების მოძიება, ამისთვის კი უმთავრესი საკლუბო ფეხბურთი და შესაბამისად ეროვნული ჩემპიონატია.
ამ მომენტისთვის ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი არის UEFA-ს საკლუბო რეიტინგში: 36-ე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ(ყოველგვარი უტოპიის გარეშე) წინ დაახლოებით 10 ადგილით წავიწიოთ (ამის პოტენციალი არსებობს შესაბამისი სპონსორების და დაფინანსების შემთხვევაში.) და დაახლოებით გავუტოლდეთ: სლოვაკეთს, ბოსნიას, ფინეთს, შვედეთს და ა.შ.
ასეთი ჩემპიონატის პირობებში კიდევ უფრო ძლიერი ნაკრები და გრძელი სათადარიგო სკამი გვექნება.
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)