http://fctorpedo.ge/index.php?geo&cat=4&id=255 როგორც ვიუწყეთ, ქუთაისის „ტორპედო“ 19 აპრილს, სამშაბათს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ დაუპირისპირდება. ასევე ცნობილია, რომ ქუთაისური კლუბის გადაწყვეტილებით მატჩზე დასწრება უფასო იქნება. ქალაქში ამ დღისათვის სტადიონზე ხალხის მოსაზიდი აქციებიც იგეგმება.
"ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი პაპიაშვილი: მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი ინტერესები ამ ეტაპზე უშუალოდ თასის მოპოვებას უკავშირდება, ამრიგად ეს არ არის უბრალო მატჩი, ამ შეხვედრას ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და სერიოზულად ვემზადებით. ეს იქნება „ტორპედოს“ წლის მატჩი ქუთაისში და მოვუწოდებ ყველა ქუთაისელს და ჭეშმარიტ გულშემატკივარს, რომ დაესწრონ ამ თამაშს, ისიამოვნონ მისი ხილვით, მხარი დაუჭირონ მათ საყვარელ გუნდს და ერთად დგომით მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველ შედეგს.
მატჩის ტელეტრანსლიაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი 18:00 საათიდან უზრუნველყოფს.