რუსულ საინფორმაციო წყაროებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის “სპარტაკი” იტალიელ მწვრთნელ მარჩელო ლიპისთან აწარმოებს მოლაპარაკებას. გეცოდინებათ, “სახალხო გუნდის” თავკაცის პოსტი დატოვა ვალერი კარპინმა და მის ადგილზე რამდენიმე კანდიდატურა დაასახელეს, თუმცა გაირკვა, რომ ნომერ პირველი სამიზნე ”მაესტრო” ლიპია.
63 წლის სპეციალისტი ამჟამად უმუშევარია, ბოლოს იტალიის ნაკრებს წვრთნიდა და 2010 წლის მუნდიალზე განცდილი ფისკოს შემდეგ დარჩა “თამაშგარეთ”. ლიპის ტიტულები რომ ჩამოვთვალოთ, ძალიან შორს წავალთ და ვნახოთ, გახდება თუ არა ჯანო ანანიძის მწვრთნელი.
ისე, ლიპიმ გაამხილა, რომ სამწვრთნელო კარიერის განახლება სურს და პრიორიტეტს უცხოეთში მუშაობას ანიჭებს.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=19349&lang=1
გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია :D.