ძალამიძის N 11 და მორიგი საგოლე პასებიპოლონურმა "იაგელონიამ" ახალწვეულების საზეიმო პრეზენტაცია მოაწყო. ნიკა ძალამიძემ 11 ნომრიანი მაისურა აირჩია და პრეზენტაციაზე ისაუბრა კიდეც, თუ როგორი იმედებით ხვდება სეზონის განახლებას.
"ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რაც შეკრებაზე ტესტ-მატჩებშიც დამტკიცდა. საკმაოდ ძლიერ გუნდებს მოვუგეთ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა "იაგელონიას" წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო".
ამასობაში, "იაგელონიამ" მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და პოლონეთის ქვედალიგელ "ოლიმპია ზამბროუს" 6:1 სძლია. ძალამიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს – გოლი არ გაუტანია, მაგრამ ტრადიციას არ უღალატა და საგოლე პასები გააკეთა. თანაც, ორჯერ.
რაც შეეხება მერაბ გიგაურს, ის სწორედ 67-ე წუთზე შევიდა მინდორზე. ამ დროს ანგარიში უკვე 5:1 იყო. ძალამიძის მსგავსად, გიგაურიც მოსწონთ და სავარაუდოდ, ექსტრაკლასაში სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვიხილავთ.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=31329&lang=1
მიმაგრებული სურათი