დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ფინალურ მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და “გაგრა” დაუპირისპირდებიან, ფიფას არბიტრი ლევან კვარაცხელია განსჯის. მას ლაინსმენებად გურამ ჩიგოგიძე და გიორგი ყრუაშვილი დაეხმარებიან. მე-4 მსაჯის რანგში ფინალს ასევე ფიფას არბიტრი გიორგი ვადაჭკორია მოემსახურება.
მომავალ ფინალში, მინდორზე მომუშავე მსაჯებიდან მხოლოდ სამტრედიელ გურამ ჩიგოგიძეს აქვს ამ რანგის მატჩის მომსახურების გამოცდილება. მან ჯერ 2005 წლის ფინალზე (“ლოკომოტივი”-“ზესტაფონი” 2:0) იმუშავა ლაინსმენად, ხოლო შემდეგ - 2009 წლისაზე (“დინამო”-“ოლიმპი” 1:1, პ. 2:0).
კვარაცხელიას რაც შეეხება, თასის დღემდე გამართულ ფინალებში, ეს ყველაზე ხშირად მოხსენიებული გვარია. სერგო კვარაცხელიამ (ზეგინდელი ფინალის არბიტრის მამა) ეროვნული თასისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი პაექრობა 7-ჯერ განსაჯა, რომელთაგან მხოლოდ პირველ ფინალში (1990 წლის თვრამეტ ნოემბერს, ლანჩხუთის “გურიამ” სოხუმის “ცხუმს” დამატებით დროში 1:0 მოუგო) - ლაინსმენად, დანარჩენში კი მატჩს მთავარი მსაჯის რანგში სჯიდა.
ცნობილია ისიც, რომ ფინალის მომსახურე ოთხივე მსაჯს ფეხბურთის ფედერაცია ნამატჩევს სამახსოვრო საათებს გადასცემს.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=20693&lang=1
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN