"ფრე"-ს მივეცი ხმა და ვთვლი, რომ საკმაოდ ობიექტური გადაწყვეტილებაა.
საქართველოს მოგება პრაქტიკულად გამორიცხულია, (თეორიული შანსები 10%-ზე დაბალი გვაქვს) მაგრამ რაც შეეხება ფრეს, ეს ჩემი აზრით მიღწევადია.
ახლა მთავარია ობიექტური და რაციონალური მიდგომა საკითხისადმი. ერთის მხრივ, არც ხორვატიასთან საშინაო მოგებამ უნდა აგვიყვანოს ცაში და არც ისრაელთან ერთობ მოულოდნელმა მარცხმა ჩაგვაგდოს პესიმიზმში.

მძიმე თამაშია, უდავოდ რთული, ჯგუფის მთავარ ფავორიტთან გასვლაზე, მაგრამ სამაგიეროდ ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილია, ჩვენებს ხორვატიასთან საგარეო მარცხისთვის არავინ გაკიცხავს და პირიქით თუ რამით გაგვახარებენ ხომ კარგი - უბრალოდ ითამაშონ მაქსიმალურად, რაც შეუძლიათ კარგად.
ხორვატებისთვის სიტუაცია პირიქითაა, მათგან ყველა უპირობო რევანშს ითხოვს და ალბათ დიდი ანგარიშით მოგებასაც, მაშინ როდესაც მათი გუნდი სულაც არ არის ზღაპრულ დონეზე, რასაც ბერძნებთან შინ ვერ მოგებული მატჩიც მოწმობს. (ხორვატია 0-0 საბერძნეთი, 07.09.2010)
ხორვატებს არც ისე კარგად აქვთ უკვე საქმე, პირველ ადგილზე გადავიდა საბერძნეთის გუნდი, რომელთანაც ხორვატებს პირეოსში აქვთ სათამაშო. ჩვენთან ფრედ დამთავრებულმა თამაშმა შეიძლება ევრო-2012-ის მიღმაც ამოაყოფინოს მათ თავი.
ამიტომ, მაგრად შეგვიტევენ. თვითონაც აღიარებენ ფორუმებზე, რომ სასტარტო სიტუაცია გაცილებით უფრო რთული აქვთ ვიდრე თბილისური მატჩის წინ. ჩვენ წინასწარვე უნდა ვიცოდეთ, სასტიკი "კატენაჩო", მკვლელი და ჩამშლელი ფეხბურთი, ამოვკეტოთ და მოვკლათ "ცენტრი" და დანარჩენი საჯარიმოზე უნდა დავდგეთ, უნდა გავუძლოთ, თუ სწრაფ გოლს გადავურჩით (ან ჰოი, საოცრებავ და შემთხვევით ჩვენ გავიტანეთ, საბერძნეთთან გასვლითი მატჩის მსგავსად) ხორვატებთან პანიკა დაიწყება და ეს უნდა იყოს ჩვენი შანსი. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ბურთი რომც გაგვიტანონ, მაინც უნდა განვაგრძოთ "კატენაჩო", ეგენი უკან არ დაიწევენ, არც კი იფიქრებენ რომ 1-0 უნდა შეინარჩუნონ (მაინც სუსტ გუნდად გვთვლიან) და კიდევ შეგვიტევენ, რომ 2-0 მაინც მოიგონ, ეს კიდევ მეორე შანსია ჩვენთვის.
საბოლოო ჯამში, რაც ბერძნებმა შეძლეს იგივე შედეგი ჩვენც შეგვიძლია გავიმეოროთ.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 10 May 2011, 03:27
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)