ბიჭო ბიჭოო რას აღარ გაიგებს კაციი,რეალური ჩანს ეს ყველაფერი საკმაოდ თანაც..მეთქი რა უქნეს ამ შერიფს ამ ჩემისებმათქო..
უპირველესად, "დაჩიას" ინტერნეტგვერდზე კლუბის ხელმძღვანელთა ვინაობას გადავავლოთ თვალი. მათ შორის, ბუნებრივია, მოლდოველებიც არიან, თუმცა ყურადღებას კავკასიური ჟღერადობის გვარი იქცევს. კლუბის პრეზიდენტია 37 წლის რუსტამ პოლონკოევი, სპორტული დირექტორი კი - 35 წლის მუჰაჯირ პოლონკოევი. მოქალაქეობის გრაფაში ორივეს რუსეთი აქვს მითითებული. გადავხედეთ მოლდოვურ საფეხბურთო ფორუმებს, სადაც წერენ, რომ პოლონკოევები უახლოესი ნათესავები არიან, ეროვნებით ინგუშები. ასევე ინგუში ყოფილა "დაჩიას" ყოფილი პრეზიდენტი თემურ ქურიევი. ეს უკანასკნელი კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელია - "დაჩია" 1999 წელს შეიქმნა.
"დაჩიას" გაჩემპიონება მოლდოვურ საფეხბურთო სამყაროში დიდ სენსაციად მოინათლა. როგორც იცით, მანამდე იქაურ ფეხბურთში ტირასპოლის "შერიფი" დომინირებდა, რომელიც ზედიზედ ათჯერ გაჩემპიონდა, ამას გარდა, ორჯერ გავიდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და რა გასაკვირია, რომ სეპარატისტული მხარის კლუბის ამხელა წარმატებები დედაქალაქში ძალიან აღიზიანებდათ.
ბოლო წლებში "დაჩია" დნესტრისპირელთა ყველაზე გამორჩეული კონკურენტი იყო, თუმცა არც ისე ძლიერი, მისი ჰეგემონიისთვის რეალური საფრთხე რომ შეექმნა. კიშინიოველთა გაჩემპიონება კი მოულოდნელი იმიტომ იყო, რომ არც "შერიფი" დაბეჩავებულა და არც "დაჩიას" განუხორციელებია სუპერტრანსფერები.
ყოველივე ამან ქომაგებსა და ჟურნალისტებში დიდი ეჭვი გააჩინა და ბევრი ისეთი მატჩიც "ამოქექეს", რომლებიც "დაჩიამ" ყოველგვარი ბრძოლის გარეშე მოიგო, მაშინ, როცა "შერიფს" არადნესტრისპირულმა კლუბებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ქულებიც გვარიანად დააკარგვინეს. ძნელია იმის დამტკიცება, რომ ყოველივე ეს შემთხვევითობა არ არის, მაგრამ გვარიან ეჭვებს რომ აღძრავს, ფაქტია.
მოლდოველი ჟურნალისტის კითხვაზე, დალიეთ თუ არა შამპანური "დაჩიას" საჩემპიონო თასიდანო, ერთ-ერთი მოლდოვური კლუბის პრეზიდენტმა გაღიზიანებულმა მიუგო, ვისი რა საქმეა, მე საიდან რას დავლევო...
აშკარად რაღაც იმამაძაღლეს ამათმა,აი აშკარად თან..
ისიც ფაქტია ჩემპ.ლიგაზე რო ვერაფერს იზამენ ეგეთს

ასე რომ უნდა დავახიოთ ბურთი ამ ძალით ჩემპიონებს :*